გუშინდელნი დღეს – ლადო მესხიშვილის თეატრმა თავისუფალ თეატრს უმასპინძლა. ცნობილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის შალვა დადიანის პიესა ქუთაისელი მაყურებლის წინაშე თანამედროვე სახით გაცოცხლდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მტკივნეულად შეახსენა მანკიერი ჩვევების შესახებ.










