ვარლამ გოლეთიანისისა და მასთან ერთად დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში აქცია იმართება.
,,რიონის ხეობის მცველების” მხარდამჭერები ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ არიან შეკრებილი.
იმავე მოთხოვნით აქცია თბილისშიც იმართება, მათ ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ.
როგორც ცნობილია,ვარლამ გოლეთიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციის 11 მონაწილე დააკავეს, მათ შორის არიან ვარლამ გოლეთიანი და ჟურნალისტი რატი რატიანი.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზია გაუქმდეს. მათი თქმით, ეს ტყე ხალხის საკუთრებაა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.










