რიონის ხეობის მცველთა დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები 13- ვე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან კარვების გაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს და ამბობენ, რომ არ წავლენ მანამ, სანამ კონკრეტული პირები არ შეხვდებიან და პასუხებს არ გასცემენ, თუ რატომ გადაეცა ერთ კონკრეტულ პირს რაჭის ტყეები.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით იმართება. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით დღეს ჩავიდნენ.










