ქუთაისში, ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოებმა ერთობლივ ღონისძიება – “ნატო-ს მოძრავი საელჩო” გამართეს. ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მონაწილეობით საინფორმაციო სტენდი იყო მოწყობილი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალებს გაცნობოდნენ. საინფორმაციო კამპანიის ფარგელბში ვიქტორინა ჩატარდა, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები ესპრებოდნენ.
„ნატო-ს მოძრავი საელჩოები“ უკვე გაიმართა გორში, მარნეულში, თელავში და ბათუმში.










