წალენჯიხაში, ჭანტურიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ეზოში შევარდა და საცხოვრებელი სახლის კიბეს შეეჯახა.
მანქანას არასრულწლოვანი მართავდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა. მომხდარის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.










