LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გელათში ცვენის პროცესს ვერაფერი  აჩერებს – რა ვიდეოს ავრცელებს “ევროპა ჩვენი სახლია”

დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ – რა ვითარებაა გელათში

დაპოსტა 2023/11/11-ში
A A
73
ნახვა
გაზიარება

გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 

რესტავრატორის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები, თუ რა არეალში აქვთ გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა.

 

„ვინაიდან გელათში ამჟამად კრიზისული სიტუაცია და საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობაა, როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ისე მისი ფიზიკური ისტორიის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ეს არეალები, ჩვენ საკონსერვაციო ჩარევის საშუალებებს არ გვაძლევს, ვინაიდან იქ დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარე, აქტიურია და დაზიანების წყარო აღმოფხვრილი არ არის, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები იმის მიხედვით, თუ რა არეალებში გვაქვს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა დგას, ასევე [ჩამოვაყალიბეთ]კედლის მხატვრობის რა ნაწილი არის სტაბილურ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე, რა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და რა ნაწილში ვერ ხდება საკონსერვაციო ჩარევა. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დაზიანებების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია.

 

ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, ვინაიდან უმეტესი მათგანი არის გამოსაწერი საზღვარგარეთიდან. ახლა საჭიროა, რომ დამატებითი კვლევები, მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდეს და შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯს, რითაც უშუალოდ განვახორციელებთ ჩარევებს კრიტიკულ არეალებში“, – განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

 

რაც შეეხება ფრესკების ცვენას, როგორც რესტავრატორმა აღნიშნა, ამ მხრივ, დაზიანების პროცესი არის აქტიური გარკვეულ ნაწილში და ზოგად, დაზიანების პროცესი არ არის აქტიური.

 

„დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ. ამ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი არის მიმდინარე, ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ კვლევით, რომ სრულად შევისწავლოთ მდგომარეობა. ამ ნაწილში ვერ ხორციელდება საკონსერვაციო ჩარევა, მაგრამ დანარჩენ ნაწილებშიც,მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ტაძარია მოხატული, გამოვლინდა არეალები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას და სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მუშაობა 8 თვის წინ დავიწყეთ და ძალიან აქტიურ ფაზაში, მუშაობა თითქმის არ გაგვიწყვეტია, ეს არის კვლევითი ეტაპი, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებთ, ამიტომ, ვიდრე კონკრეტული შედეგები არ გვექნება, მანამდე ასე წინმსწრებად ნაბიჯების გადადგმა იქნება არასწორი და ძეგლისთვის დამაზიანებელი. რაც შეეხება გადახურვამდე განსახორციელებელ სამუშაოებს, სწორედ ამიტომ არსებობს კონსერვაციის დარგში ეს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდრე დასრულდება სრულმასშტაბიანი კვლევა და ვიდრე გადახურვა არ დასრულდება, მოხდეს იმ ადგილების ფიქსაცია, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რომელიც დაკარგვის რისკის ქვეშ არის,“ – განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

 

მან ასევე განმარტა, თუ რა ნაწილში წააწყდა არასწორ ჩარევას, რომელიც წარსულში რესტავრაციის შედეგად განხორციელდა.

 

„უკანასკნელი ჩარევები, რომლებმაც მოიცვა დასავლეთის მკლავის ზედა რეგისტრები, სრულმასშტაბიანი კვლევა ადასტურებს და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, რომ ის არის შეუთავსებელი ძეგლის ფიზიკურ, ტექნიკურ მდგომარეობასთან, შეუთავსებელი მისი შესრულების ტექნიკასთან და ის არის დამაზიანებელი სამწუხაროდ. [იქ დატანილია] ახალი შეუთავსებელი მასალები, რომლებიც პროგრესირებს და იწვევს ახალ დაზიანებას“, – განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

 

სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა არქიტექტორმა ვახტანგ ზესაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტაძარი დროებით გადახურულია, თუმცა კონკრეტული გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე მოხდება. არქიტექტორი განმარტავს,რომ ბევრი გამოწვევა შეხვდათ, თუმცა საბედნიეროდ, დასასრულისკენ გავიდნენ.

 

„მეორე ნაწილი არის სტრუქტურული მონიტორინგი, დავაყენეთ ბზარებზე მონიტორინგის სისტემები, რომელიც 10-15 წელი იქნება ადგილზე და ამ ბზარების მოძრაობას აღრიცხავს. გადახურვის თვალსაზრისით შევიმუშავეთ ორი ვარიანტი, ერთმა ვარიანტმა ტაძრის ინტერიერში პრობლემები აჩვენა იმდენი ხარაჩოს გაჩენის მხრივ, რომ უბრალოდ, შემდეგ პარალიზებული გახდებოდა ტაძარი. ამის გამო შევიმუშავეთ მეორე ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოა ტაძრისთვის და ფრესკებისთვის. რეალურად, გუმბათს წყლის ინფილტრაციის პრობლემები დღეს არ აქვს, ამიტომ უნდა გადავხუროთ ტყუილად. გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ, პროცესები კი UNESCO-სთან შეთანხმებით მიდის. ახლა არის დროებითი გადახურვა, რომელიც არის ე.წ. ჟეშტისგან გაკეთებული და რომელიც პირდაპირ კრამიტზე აწყვია. ეს ინფილტრაციის პროცესს აზღვევს, მაგრამ არ აძლევს საშუალებას, რომ არსებული ნესტი შიგნიდან აორთქლდეს ანუ რეალურად, ეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ჩვენ ზევიდან ვაწყობთ, იქ მუშაობის საშუალებას აძლევს უკვე სახურავებზე და რასაკვირველია, ნესტის გაშრობას უკვე სახურავებიდან, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვახტანგ ზესაშვილმა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"