LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაო დასრულებულია

რა წერია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ანგარიშში

დაპოსტა 2023/11/10-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევისათვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა უმაღლესი რანგის გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ კომპლექსური თანამშრომლობით მოამზადა ორი საკმაოდ რთული საინჟინრო გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური პროექტი: პირველი – გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის ჩათვლით, სრულად და მეორე – გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის გადახურვის გარეშე, ამგვარი გადაწყვეტის მიზნობრიობის დასაბუთებით, – ამის შესახებ ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ მომზადებული საქმიანობის ანგარიშში.

როგორც ანგარიშში არის აღნიშნული, უკანასკნელ წლებში, გელათის სამონასტრო კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის კუთხით შექმნილი კრიზისის გაანალიზების შედეგად, საჭირო გახდა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც ძეგლთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის ცვლილებას გულისხმობს და მთლიანად ეფუძნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების მითითებებსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების − ICOMOS-ისა და ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ − 2 დეკემბერს განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის რეკომენდაციებს.

„ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არასასურველი შედეგების გათვალისწინებით, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა და სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში, მთავარ ამოცანად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების ზედმიწევნითი აღსრულება დაისახა.

ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, ექვსი თვის პერიოდის ანგარიშის სახით გვსურს, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მისი მრჩეველი ორგანოების, − ICOMOS-ისა და ICCROM-ის ზემოხსენებული რეკომენდაციების მიხედვით შესრულდა, კერძოდ:

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მკაფიო რეკომენდაციის თანახმად, შეიქმნა გელათის მართვის გეგმის განახლებაზე მომუშავე კვალიფიციური ჯგუფი და დაიწყო მართვის გეგმის განახლების სამუშაოები გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და მისი ერთიანი ვიზუალური დაცვის ზონის (ბუფერული ზონა) საზღვრებში.

გელათში განხორციელებული ზემოხსენებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-4 რეკომენდაციის შესაბამისად, გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევისათვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა უმაღლესი რანგის გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ კომპლექსური თანამშრომლობით მოამზადა ორი საკმაოდ რთული საინჟინრო გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური პროექტი: 1) გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის ჩათვლით, სრულად, და 2) გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის გადახურვის გარეშე, ამგვარი გადაწყვეტის მიზნობრიობის დასაბუთებით. მომავალ კვირას, ორივე პროექტი სრული სახით, გადაიგზავნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას.

მე-6 რეკომენდაციის თანახმად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. „უსაფრთხო ხარაჩო“, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის აფსიდის მოზაიკა.

რთული რეალობების მიუხედავად, ივლისის თვეში დადებითად დასრულდა გელათის კომიტეტის მიერ გამართული, მოლაპარაკებები კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტებთან: ა) კედლის მხატვრობაში, ბატონ სტივენ რიკერბისა და ქალბატონ ლიზა შეკედესთან; ბ) მოზაიკაში, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ, ბატონ რობერტო ნარდისთან. აღნიშნულმა ექსპერტებმა სექტემბრის თვეში წარმოადგინეს ზოგადსაკონსერვაციო გეგმები, რომლებიც განხილულ იქნა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრების მიერ. დღეს, მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი აქტიურად ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად; ამისათვის დაწყებულია შესაბამისი საკონსერვაციო მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის ზრუნვა.

მე-11 რეკომენდაციის თანახმად, 2023 წლის აპრილში დაიწყო და ამჟამად დასრულებულია გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ცენტრალური ნაწილის, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების კამარებისა და ზედა რეგისტრების, კედლის მხატვრობის მდგომარეობის და ორიგინალი ტექნოლოგიის ზუსტი გრაფიკული სქემების შექმნა, თანმხლები დეტალური დოკუმენტაციით. აღნიშნულ ლოკაციებს პრიორიტეტი მიენიჭა დაზიანებათა მაღალი ხარისხის გათვალისწინებით.

მე-7 რეკომენდაციის შესაბამისად, ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის ყოვლისმომცველ მონიტორინგთან ერთად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიაში არსებული ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგი.

მე-13 და მე-14 რეკომენდაციების შესასრულებლად, „Studio Croci & Associati“-სა და „VI Studio”-ს ერთობლივი ძალისხმევით, მომზადდა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსტრუქციული კვლევისა და მონიტორინგის გეგმა, რომელიც განხილულ იქნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში მოწვეული ეროვნული და საერთაშორისო საბჭოების მიერ და მთავარ ტაძარში უკვე დამონტაჟდა კონსტრუქციული მონიტორინგის სისტემები.

გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის უმაღლესი სამეცნიერო რანგის ექსპერტების მიერ, დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური და გეოლოგიური ფენების შესწავლა. დღეისათვის, უკვე შესრულებულია ამ სამუშაოების პირველი ეტაპი, − შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის ზუსტი ტოპო-გეგმა.

ზემოხსენებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში შეიქმნა ბიურო, რომელიც სარეაბილიტაციო − საკონსერვაციო სამუშაოებისას უზრუნველყოფს დოკუმენტაციის საფუძვლიან და დეტალურ წარმოებას და ასევე, საკონსერვაციო ჯგუფებს შორის თანმიმდევრული და შეთანხმებული მოქმედებისთვის შესაბამის კოორდინაციას გაწევს.

შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განთავსდა და პერმანენტულ რეჟიმში განახლდება გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე, ამავე ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახის დოკუმენტი, 2008 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან მოყოლებული დღემდე. ვებგვერდის მისამართია: www.gelatirehabilitation.ge .

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე, სრულად იქნება გახსნილი საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"