რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 30 წლამდე კაცი გადმოვარდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებმა ახალგაზრდა კაცისთვის სამედიცინო დახმარება გაწევა სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.










