LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ფასადური მშვიდობა გაცხადებულ საომარ მდგომარეობაზე რომ გაცილებით საშიში და საზარელია, დღევანდელმა ტრაგედიამაც დაადასტურა – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

დაპოსტა 2023/11/06-ში
116
ნახვა
გაზიარება

 

“საქართველო რომ რეალურად და სამწუხაროდ, კვლავ რუსეთის მიერ წარმოებულ ომშია და მოჩვენებითი და ფასადური მშვიდობა გაცხადებულ საომარ მდგომარეობაზე რომ გაცილებით საშიში და საზარელია, დღევანდელმა ტრაგედიამაც დაადასტურა”, – წერს სოციალურ ქსელში ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

“უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ ჩვენი მოკლული თანამოქალაქის ოჯახსა და სრულიად საქართველოს!

ეს არ არის ერთჯერადი გასროლა ერთი ქართველის წინააღმდეგ – ეს არის რუსეთის მიერ 1783 წლიდან დღემდე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ომისა და სისხლიანი აგრესიის მორიგი გამოვლინება, რომელიც სამწუხაროდ, თითქმის 2 საუკუნენახევარია გრძელდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსეთზე უფრო ვერაგი და მოუშორებელი მტერი საქართველოს არ ჰყოლია თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის მანძილზე!

არც ის დაიჯეროთ, რომ რუსი ხალხი თითქოს სხვა არის და რუსეთის ხელისუფლება – სხვა, არამედ ეს არის ერთი მთლიანი საოკუპაციო სისხლიანი ძალა საქართველოს წინააღმდეგ! რუსი ოკუპანტი მკვლელი, რომელმაც დღეს მოკლა ჩვენი თანამემამულე, ერთი მხრივ არის რუსეთის სახელმწიფოს საერთო სახე და მეორე მხრივ ის არის რუსულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი რუსი მოქალაქე და რუსი ხალხის წარმომადგენელი!

რუსეთს არ აინტერესებს და მასთან არ ჭრის არცერთი ტიპის მაამებლური ქმედება – რუსეთი ყოველთვის და ერთმნიშვნელოვნად არის მკვლელი და სისხლიანი ოკუპანტი ნებისმიერ ვითარებაში და ეს დღევანდელმა ტრაგედიამაც ცხად-ჰყო!

ჩვენი თანამემამულე, ღირსეული ქართველი, აწ უკვე ნეტარხსენებული თამაზ გინტური, რომელიც დღეს ოკუპანტმა რუსეთმა მოკლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო და 2008 წელს დაწყებული თავისი გმირობა მან დღეს დაამტკიცა თავისი აღსასრულით, შეუერთდა ცათა სასუფეველში მოზეიმე ჩვენი გმირების მრავალათასოვან დასს და მჯერა ზესთასოფლიდან შეეწევა თავის სამშობლოს, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე შესწირა!

ვიკითხოთ და ვიფიქროთ ჩვენ, საქართველოს ამქვეყნად დარჩენილმა მოქალაქეებმა, როგორ ვუშველოთ ჩვენს სამშობლოს, რომ დეოკუპაცია ჯერ ჩვენი ზოგიერთი თანამემამულეების ცნობიერებაში უნდა განხორციელდეს, რადგან ძალა ერთობაშია და ამის შემდგომ ფიზიკურადაც იქნება რეალური შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო ვიხსნათ მკვლელი რუსეთის სისხლიანი კლანჭებისგან! სწორედ ეს იქნება ჩვენი სახელოვანი გმირების ღირსეული პატივგებაც და ჩვენი სამშობლოს ღირსეული მომავლისაკენ აღებული გეზი!”, – წერს ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულია საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გატაცებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი.

 

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
75
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
908
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.7k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
237
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
35
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
256
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
26
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
59
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».