როგორც კვლევაშია აღნიშნული, თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვების შემდეგ ყველა მედიკამენტის ფასი შემცირდა.
„თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვების შემდეგ ყველა მედიკამენტის ფასი შემცირდა; ამასთან, იმპორტული მედიკამენტების სია თანდათან გაფართოვდა. ნაწილობრივ ეს შეიძლება აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის 15%-იანი გამყარებით აიხსნას.
რეფორმამ პოტენციურად ხელი შეუწყო ფასების საერთო შემცირებას, რომელიც მაისში აღინიშნა. გარდა ამისა, შედეგად რეფერენტული ფასების არმქონე მედიკამენტებთან შედარებით, ანტიბიოტიკებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების სფი მცირედ შემცირდა, 2023 წლის პირველ კვარტალში, რაც რეფორმის პირველი ეტაპის ზემოქმედებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ მოცემული ორი ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალის ზრდა კვლავ გაგრძელდა მე-2 კვარტალში, რამაც შემდგომი დადებითი გავლენა იქონია ანტიბიოტიკების ჯგუფის ფასებზე.
თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვებამ დადებითი ზემოქმედება იქონია თითქმის ყველა კატეგორიის მედიკამენტების ფასების შემცირებაზე 2022 წლის იანვრის შემდეგ. თუმცა, პირველი ორი კვარტალის განმავლობაში, რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის მიღმა დარჩენილი მედიკამენტების ჯგუფების ფასები, როგორიცაა, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტები, 2023 წლის შემდეგ ფაქტობრივად, გაიზარდა,“- აღნიშნულია კვლევაში.










