ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთი დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ფაქტი სამინისტრომ დაადასტურა. აღსანიშნავია, პატიმრები კლინიკაში გამოკვლევებზე ჰყავდათ მიყვანილი.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა, დაახლოებით, 13 საათზე მოხდა.
პატიმრები კლინიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანით მიიყვანეს და კვლევების დროს შენობაში ბადრაგიც იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ გაქცევა შეძლეს.










