LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2025 წლიდან ქვეყანაში სისხლის დონაციის ახალი მოდელი ამოქმედდება

2025 წლიდან ქვეყანაში სისხლის დონაციის ახალი მოდელი ამოქმედდება

დაპოსტა 2023/11/01-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მოპოვების და სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას ითვალისწინებდა, „უსაფრთხო სისხლის“ და „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოს პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2022 წლის 15 დეკემბერს მიიღო.

„უსაფრთხო სისხლის შესახებ კანონს, რომელიც შარშან მივიღეთ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კანონი ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების ახალი, გამჭვირვალე, არაკომერციული, უანგარობის პრინციპზე დამყარებული ცენტრალიზებული სისტემის შექმნას და იგი შემუშავდა ჩვენი კანონების ევროკავშირის კანონებთან სრული ჰარმონიზაციის მიზნით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში ჩვენ გვექნება უსაფრთხო სისხლი, უანგარო დონაცია, რაც არაერთი და ორი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია. მართალია, ამ მიმართულებით სახელმწიფოში გამოწვევები კვლავაც არსებობს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ სისხლის ჩაბარებით არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ. ასევე მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია უანგარობის პრინციპი. გავიღოთ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახიძემ და ჰემატოლოგ-ტარანსფუზიოლოგმა მაია ბეროძემ, რომლებმაც სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის და ქვეყნის უსაფრთხო სისხლით მომარაგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ, მთელი წელი დატვირთული იყო მოსამზადებელი სამუშაოებით იმისათვის, რომ ქვეყანა ახალი მოდელის ამოქმედებას, რაც უკვე 2025 წლიდან არის დაგეგმილი, მომზადებული შეხვდეს.

მისი ინფორმაციით, ახლა აქტიურად მუშაობენ კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებმაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს დასავლური, ევროპულ სტანდარტებზე დამყარებული ახალი სისტემის შექმნას, სადაც სახელმწიფოს ექნება წამყვანი როლი – ახალი კანონის თანახმად, ცენტრალური სისხლის ბანკი უნდა ოპერირებდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ის არ უნდა იყოს მომგებიანი დაწესებულება და უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის მომარაგებას სისხლით და სისხლის პროდუქტებით.

„კანონის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ეს არის უანგარო დონაციაზე დამყარებული სისხლის უსაფრთხოების სისტემა. ეს სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის მთავარი უპირობო პრინციპი სისხლის გაღების დროს და ითვლება, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ქვეყნებმა სტაბილურად მოახერხონ სისხლის მობილიზება და ეს იყოს უსაფრთხო სისხლი, შემოწმებული და ყველანაირად გადაზღვეული რისკებისგან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უანგარო დონაციის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება და მოკლე დროში 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.

გამომსვლელთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მატება სწრაფად გაგრძელდეს, რათა 2025 წლიდან სრულად მოხერხდეს უანგარო დონაციაზე გადასვლა.

ღონისძიების პარალელურად, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის დროსაც სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებმა – პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. “ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"