წყალდიდობის, მეწყერის და ღვარცოფის საფრთხეების რუკები საქართველოს 2024 წლის დასაწყისისთვის ექნება, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.
„საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა ბუნებრივი საფრთხეების მოდელირებისა და საფრთხეების რუკების შედგენის მეთოდოლოგიები, რის საფუძველზეც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთობლივად მიმდინარეობს საფრთხეების რუკების მომზადების სამუშაოები:
ეროვნულ დონეზე საფრთხეების რუკები მომზადებულია ძლიერი ქარის, თოვლის ზვავების, გვალვის და სეტყვისათვის;










