“არა საკუთრების ხელყოფას”, “საკუთრება ხელშეუხებელია”, “ნუ გვართმევთ საკუთრებას”, “ერთად გადავარჩინოთ სავანე, SOS” – ამ ბანერებით, გუშინ საღამოს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კაფეს “სავანესთან” მეპატრონეები და მოქალაქეები შეიკრიბმემ.
როგორც “სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ კაფეს დანაშაულებრივი გზით მიტაცებას ცდილობს ქალაქის მერია და იქ ჩამაგრებული კრიმინალების ბანდა.
სანაყინე “სავანეს“ მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სისტემა მოქმედებს.
როგორც ცნობილია, ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს. სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 16 ნოემბერს გამოიტანს.
ცნობისთის, ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.










