“მეგობრებო სამწუხარო ამბავი შეგვატყობინეს ჩვენი ნათია აღარა…გული ძალიან მტკივა არ ვიცი რა ვთქვა….საქართველოში ავარიაში გარდაიცვალა ნაპოლის ემიგრანტი ჩვენი საყვარელი ნათია…….დიდი მწუხარებით და გულის ტკივილით ვუსამძმირებ ემიგრანტებს და ოჯახს. ..”-წერს ახლობელი .
ავარიას ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი “ლენდ როვერის” მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე ნათია ჭიჭიაშვილი და მძღოლის და ნათია ფარეულიძე. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთ-ერთ მათგანი წუხელ თბილისში გადმოიყვანეს. დაღუპულები სოფელ ალვანიდან იყვნენ.