ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. Kiuinnovate პლატფორმის ფარგელბში მიმდინარე წლევანდელი ფორუმის თემაა – “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ორი დღის განმავლობაში ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს. ისაუბრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. ფორუმის მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში.]









