LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დადგება ლიცენზიის გაუქმების საკითხი – მინისტრი რაჭაში სამონადირო მეურნეობისთვის გადაცემულ ტყეზე

დაპოსტა 2023/10/23-ში
73
ნახვა
გაზიარება

თუ, რაჭაში, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება დაგეგმილია დაახლოებით 97 ათას ჰა ფართობ ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე, სამონადირეო ლიცენზიაა გაცემული, ლიცენზიის მფლობელი კი პირობებს არ ასრულებს.

„ჩვენ, გასულ წელს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გავეცით ლიცენზია. ეს ლიცენზია მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მათ შორის, 5 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა სახეობის აღდგენას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეგიონის განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მათი სოციალურ – ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულიყო. თუმცა ლიცენზიანტმა, დღემდე, იქ არანაირი ღონისძიება არ განახორციელა. ჩვენს დეპარტამენტს ამაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწერა შესაბამისი ოქმები. ეს არაერთხელ განვაცხადეთ. შემდგომში უკვე დავიწყეთ მუშაობა, დიდი ხანია ამაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, შევქმნათ შესაბამისი სტატუსის დაცული ტერიტორია, რომელიც მართვაში გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და თვითონ მოსახლეობა მიიღებს იმ სიკეთეებს, რომელიც ჩვენ დაცული ტერიტორიების შექმნის შემთხვევაში გვაქვს. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, როცა იღებენ კონკრეტულ ბენეფიტებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დაცული ტერიტორია ჩვენ შევქმენით რაჭაში, 50 ათას ჰა ფართობზე და იქ ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გვყავს დონორი. დონორის ინვესტირება მოიცავს როგორც ადმინისტრაციული კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მოსახლეობისთვის კონკრეტული საგრანტო პროექტების დაფინანსებას. განვითარდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. ეს ნიშნავს იქ ეკონომიკის განვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა. დღეს რა აჟიოტაჟსაც ვაკვირდებით, არის აბსოლუტურად ხელოვნური, სრულიად უადგილო. ექსპერტების ჩართულობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ამ ტერიტორიას და როგორ უნდა იყოს მართული. ჩვენ ვსაუბრობთ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობზე, დაახლოებით 97 ათასი ჰა ჰექტარზე ანუ სადაც ლიცენზიაა გაცემული, ამ ტერიტორიაზეა საუბარი. თუ, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა დააანონსა. უწყების ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხის შეტანას პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ. ამასთან, ინვესტორის მიმართ, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, უწყებამ, პირობების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმების პროცესი დაიწყო.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
13
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
15
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
15
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
253
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
240
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
111
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
2.9k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
701
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

იანვარი 28, 2026
256
მთავარი

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

მდინარე ჩაკეტა მთის ფერდობიდან ჩასულმა მიწამ- მდგომარეობა ხარაგაულში

იანვარი 28, 2026
305
მთავარი

"27.01.2026 ხარაგაული, სოფელი ხემაღალი და ღვერკი. დაგუბება რკინიგზის მთავარი მაგისტრალის თავზე. მანძილი რკინიგზიდან 200-250 მ. ამ დაგუბების ნაწილი ვიდეოში არ ჩანს. სიღრმე დაახლოებით 10 -15 მ. სიგრძე 700+ მ. სიგანეც...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».