ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანებები მიიყენა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,გადამარჩინა ასეულობით თბილმა კომენტარმა და მონაწერებმა.ვერ გპასუხობთ, რადგახ ხელი დაზიანებული მაქვს. ვინც ბოლო წუთამდე იყავით ჩემი ოჯახის გვერდით, ყველაფერი გადმომცეს. თქვენგან ასჯერ უფრო დავალებული ვარ.
ერთი წუთით არ მივუტოვებივარ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის მთლინ პერსონალს, ადმინისტაციას და მის ხელმძღვანელს ბატონ Gia Grdzelidze . (წამოსვლის წინ გადმოცემული კონვერტი იყო დიდი თანადგომის)
თქვენი სამედიცინო დაწესებულება ყოველთვის გვერდით უდგას ჩვენს კოლეგებს, რისთვისაც მადლობას გიხდით.
თითოეული პერსონალი იყო ადამიანობის ნამდვილი სახე, რისთვისაც მათ ყველას სათითაოდ გადავუხდი მადლობას.❤
ჩამიტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რის გამოც ვერ ვპასუხობ თქვენს მიმოწერებს სწრაფად. როგორც კი მოვმჯობინდები ყველას სათითაოდ გადაგიხდით მადლობას. ” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე.
ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ, 17 ოქტომბერს ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან კიდურები ბასრი საგნით დაზიანა.
მანამდე ჟურნალისტმა Facebook-ლაივი ჩართო და სავარაუდო სუიციდის შესახებ განაცხადა. ბუბა ჩივაძემ ქსელში დაწერა რომ, მისი “პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში”.
“მივიღე გადაწყვეტილება?…… ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმინობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ………….. ერთ მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომელბიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.
ყველანი მიყვარხართ ” – წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.









