LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ყველის შემოწმებული ნიმუშების 22%-ში დამაბინძურებლები აღმოჩნდა

დაპოსტა 2023/10/19-ში
199
ნახვა
გაზიარება

საქართველოს რეგიონებში შემოწმებული ყველის ნიმუშების 22%-ში კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი აღმოჩნდა.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის თქმით, ორგანიზაციამ 30 ნიმუში შეამოწმა, საიდანაც 8 ნიმუშში დამაბინძურებლები აღმოჩნდა.

“უვნებლობის შემოწმება ჩვენი მეორე ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ამისთვის დონორის დაფინანსება გვაქვს. პროექტის ფარგლებში ჩვენი რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციები გვყავს შერჩეული, რომლებიც ყველის ნიმუშებს საქართველოს 4 რეგიონში ყიდულობენ. დღეის მონაცემებით, 35 ნიმუშია შემოწმებული. დარღევევა 8 ნიმუშშია აღმოჩენილი. ყველი 3 სხვადასხვა პარამეტრზე შევამოწმეთ, ნაწილი კოლიფორმებსა და სალმონელაზე, მეორე ნაწილი კოლიფორმებსა და სტაფილოკოკზე. ყველში სხვა დარღვევებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს 3 საქართველოში გავრცელებული დამაბინძურებლებია, რაც ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობასთანაა დაკავშირებული. როგორც გითხარით, დარღვევა 8 ნიმუშში აღმოჩნდა, ზოგან არის 1, ზოგან 2 დამაბინძიურებელი. ძირითადად დაბინძურებული აღმოჩნდა მცირე მეწარმეების, ან ოჯახური მეურნეობობის მიერ წარმოებული ყველი, ქარხნული ყველი მხოლოდ 1 აღმოჩნდა დაბინძურებული”, – განაცხადა კობალაძემ.

ორგანიზაცია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ რძის ნაწარმის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე წელიწადში მხოლოდ 100 ნიმუშს ამოწმებს, რაც ზოგადი სურათის შესაქმნელად არასაკმარისია.

“საქართველოში წლების განმავლობაში რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც სურსათის ბაზარზე არსებობს. რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია მცენარეული ცხიმის გამოყენებით ხდება. როდესაც რაიმე პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით იყიდება, არ შეიძლება, რომ მასში მცენარეული ცხიმი იყოს გარეული. მაგრამ, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ამას აკეთებენ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო იაფი ჯდება, წარმოებისას აღნიშნულ ხერხს მიმართავენ. ჩვენმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა რძის ნაწარმი გამოიკვლია და ბევრ მათგანში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა, რის შემდეგაც პეტიცია შევიმუშავეთ, რომელსაც ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ხელისუფლებას მივმართეთ. ამ საკითხს 1-2 წლის მუშაობა დასჭირდა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი იქნა მიღებული. მანამდე, ნებისმიერი პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით შეიძლებოდა, გაყიდულიყო. კონტროლი მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ამ საკითხის გაკონტროლება “სურსათის ეროვნულ სააგენტოს” დაევალა. ამას შემდეგ “სურსათის ეროვნული სააგენტო” და ჩვენც ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში რძის ნაწარმის შემოწმებას ვახდენთ. ყოველი შემოწმებისას დარღვევებია. დარღვევის შემთხვევაში სანქციებია: ბაზრიდან შესაბამისი პარტიის ამოღება და მცირე ჯარიმა 200- 500 ლარის ოდენობით. თუ ფალსიფიკაცია ჩაითვალა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც ატარებს. შესაბამისად, “სურსათის ეროვნული სააგენტო” ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უგზავნის. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, 2023 წლის მარტის თვისაა, დამნაშავეებმა პასუხი მხოლოდ 2 შემთხვევასთან დაკავშირებით აგეს. ამ დარღვევის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა საკმარისი არაა. “სურსათის ეროვნული სააგენტო” ყოველწლიურად კი ამოწმებს დაახლოებით 100 ნიმუშს, მაგრამ ბაზარზე იმდენი რძის პროდუქტია, 100 ნიმუშის შემოწმება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს და შესაძლებლობების ფარგლებში მონიტორინგი განვახორციელოთ. ამას წლების მანძილზე ვცდილობთ” – ამბობს კობალაძე და მეტი ნიმუშის შემოწმების უზრუნველსაყოფად საზოგადოებას ფინანსურ დასხმარებას სთხოვს.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 29, 2026
2
მთავარი

29 იანვარი — შემაჯამებელი დღე   ხუთშაბათი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ცვლილებების არ ეშინია, ხოლო პრობლემური იქნება მათთვის, ვინც წარსულს ებღაუჭება.   დღის პროგნოზი ნიშნების მიხედვით:   ვერძი — ვარსკვლავები თქვენს...

დაწვრილებითDetails

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
19
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
104
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
19
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
42
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
384
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
266
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
129
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.9k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
795
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».