საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრისგან შემდგარმა პლენუმმა 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ. დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
“ბიზნესპრესნიუსი” ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით წერს რომ, 2024 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის 66% ხელფასებზე დაიხარჯება. ამ მხრივ საინტერესოა, როგორი იყო საკონსტიტუციო სასამარლოს მოსამართლეების ანაზღაურება გასულ წელს.
9 მოსამართლიდან უმეტესობას, 7-ს უკვე აქვს 2022 წლის ქონებრივი დეკლარაცია წარდგენილი. ამ დოკუმენტაციის თანახმად, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 132 981 ლარი; მოსამართლე ვასილ როინიშვილის შემოსავალმა – 121 648 ლარი; მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შემოსავალმა – 117 191 ლარი; მოსამართლე ევა გოცირიძის შემოსავალმა საკონსტიტუციოში – 105 032 ლარი; მოსამართლე მანანა კობახიძის შემოსავალი 2022 წელს სასამართლოში – 122 256 ლარი; მოსამართლისა და სასამართლოს მდივნის გიორგი თევდორაშვილის შემოსავალმა 122 256 ლარი; მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის შემოსავალმა – 117 191 ლარი შეადგინა. ირინა იმერლიშვილსა და თეიმურაზ ტუღუშს კი ჯერ 2022 წლის დეკლარაციები არ აქვთ წარდგენილი, შესაბამისად, 2021 წელს სასამართლოში მათმა შემოსავალმა ტუღუშის შემთხვევაში – 109 312 ლარი შეადგინა. ირინა იმერლიშვილს კი დეკლარაციაში ანაზღაურება არ აქვს მითითებული.










