LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას წერს იტალიური მედია ხვიჩასა და ნიცას ქორწილზე

რას წერს იტალიური მედია ხვიჩასა და ნიცას ქორწილზე

დაპოსტა 2023/10/19-ში
A A
63
ნახვა
გაზიარება

“გაძეტა დელო სპორტი” ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა. წერილის ავტორია ჟურნალისტი ვინჩენცო დ’ანჯელო, სალომე ხარატიშვილის უშუალო მონაწილეობით. რომელიც lelo.ge-სთან თანამშრომლობს…

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი სტატიიდან

“ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. “დიახ, თანახმა ვარ” – სიტყვები, რომელიც ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ბედნიერების ეს წუთები მან თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ერთ ლამაზ დღეს გაიზიარა.

სწორედ აქ, მართლმადიდებლური რიტუალის აღსრულებით, წყვილის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ქორწილიც აღსრულდა. “კვარამ” და ნიცამ სამუდამო სიყვარული უფლის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს. საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით.

წვეულება – ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა აღმოჩნდა 60 სტუმრისთვის. მხოლოდ უახლოესი ნათესავები და რამდენიმე სიყრმის მეგობარი. მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს “კვარამ” ქართული ტრადიციული სამოსი – ჩოხა შეარჩია (თეთრი ფერი – საქორწინო ცერემონიისთვის) – ტიპური ტრადიციული სამოსი ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ეთნიკურად კავკასიელი ხალხისთვის.

ნიცამაც, თავის მხრივ, ტრადიციული სტილის საქორწინო კაბა შეარჩია. საქორწინო ბეჭდების სამჯერ გაცვლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი უკვე გვირგვინის დადგმის ეპიზოდი იყო, რაც საქორწინო რიტუალის საბოლოო შტრიხია.

ეკლესიიდან გამოსულთ კი მათ აღმართული ხმლების კორიდორის გავლამ მოუწიათ. თავის მხრივ, ეს რიტუალიც ბედნიერების კარიბჭის სიმბოლოდ მიიჩნევა.

დაბრუნება ნეაპოლში – ფოიერვერკის ეფექტის მქონე დაბრუნება, ეს არის ის, რასაც ნეაპოლში თავის “მეფეს” სთხოვენ, რომ მან ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის კვლავ გააგრძელოს. “კვარას” ღიმილი სახეზე და მისი ბედნიერება პირად ცხოვრებაში რუდი გარსიასთვის ერთგვარი სიმდიდრეა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მისი “ნაპოლი” რაღაც დროით ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშებს.

ხვიჩას სამშობლოში დაბრუნების დამახასიათებელი შტრიხი იყო გოლთან დაბრუნებაც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან ეროვნული ნაკრების მაისურითაც გაიტანა გოლი. ამ დღეებში ჩვენ კვლავ ვნახეთ “კვარადონას” გაბრწყინება. ხვიჩა, რომელმაც ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო კვირა საღამოს – კვიპროსს, გოლის აღნიშვნის ახალი სცენარიც შემოგვთავაზა – ტრიბუნებისკენ გაიქცა და ხელის მოძრაობით მშვილდოსნის პანტომიმა შექმნა.

მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო მშვილდით და გულისგამოსახულებიანი წარწერით. ვინ იცის, შეიძლება ეს შენიღბული ძღვენი იყო მისი გულის დედოფლის, ნიცას მიმართ.

დარწმუნებით ვიცით, რომ ნეაპოლში ელოდებიან, არის თუ არა ეს საბოლოო გადაწყვეტილება – მშვილდოსანი, რომელმაც მშვილდი მათთან ერთად საბრძოლველად მოზიდა. წყარო

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"