საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სებ-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში რუსეთიდან საქართველოში 59 471 300 აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაშინ როცა 2023 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი – 60 338 900 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის სექტემბერში 173 942 200 დოლარი იყო.
ჯამში, 2023 წლის სექტემბერში საქართველოში 283 878 000 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ 28 923 000 დოლარია გადარიცხული.










