“ტელეკომპანია ”იმედმა” ”შუა ქალაქში” იუთუბიდან ყველა channel-ს ააღებინა და თვითონ განათავსა თავის იუთუბ არხზე. დაბალ ხარისხში და 4X4-ზე კადრი რომაა ამაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პოსტი სულ სხვა რამეზეა.
ყველა სერიიდან ამოჭრეს ის მომენტები, რომლებიც მათ პროპაგანდისტულ მანქანასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. იქნება ეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელების ხსენება სერიალში, ირაკლის სამსახური სამინისტროებში, თუ სხვა. – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ალექსანდრე მიშველიძე.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ჩემი აზრით, ეს ამბავი უნდა განიუსდეს, ტელევიზიის ეთერშიც ეს დაჭრილი ვერსიები გადის.
კომენტარებში დავთაგავ სხვა მედია საშუალებებსაც.” – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე მიშველიძე.
“კი არამარტო იუთუბზე არამედ აჭარაზეც კი აღარ დევს და ყველა მონაკვეთი ამიჭრილია სადაც მიშას ფოტოა
(ასე ეშინოდეს ვინმეს რამის ღმერთო…)”
“მეც დავაფიქსირე ეგ მომენტი რომ დაჭრილია სერიები და ისე გადის, რაღაც საკვანძო მომენტების გარეშე, აი თურმე რაშია საქმე “
“დაკვირვებული ვარ რო ძაან ბევრი ჩემი საყვარელი სერია არც კი დევს
ერთადერთი რასაც სულ ვუყურებდი და სულ კარგ ხასიათზე მაყენევდა ეგეც კი წაგვარგვეს, TFUIII”
“კიი, მეც შევამჩნიე
ნელ-ნელა იმედი ტვირთავს სერიებს (მე6 სეზონზე არიან უკვე მემგონი) და რაც მაგათთან იდება ის სერიები სხვებთან იშლება.
”
“სადამდე უნდა მივიდეს ეს ცენზურა და პროპაგანდა, მართლა სადამდე?!” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.









