ხანძარი ხელვაჩაურში – 4-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ინფორნმაციას “TV 25” ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ქედქედში მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის დროს შენობა ცარიელი იყო და შედეგად, არავინ დაშავებულა.
დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დროებით, ქირით გაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.









