LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
14 წლის გოგონამ გატაცების შემდეგ გაპარვა მოახერხა, დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს

მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე აითაჯი 112-ში დარეკვას ცდილობდა

დაპოსტა 2023/10/13-ში
A A
443
ნახვა
გაზიარება

ნანობს, მაგრამ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს – 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თითქმის ყველაფრის უარყოფა სცადა, რის გამოც მას ბრალი აქვს წაყენებული. ალიმ ასლანოვი ცდილობდა მოსამართლე იმაში დაერწმუნებინა, რომ იარაღი, რომლითაც არასრულწლოვანი მოკლა, პნევმატური ეგონა.

“მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი”, – ეს სიტყვებიც თქვა მოძალადემ, რომელმაც ცოლად შერთვის მიზნით 14 წლის გოგო ჯერ მოიტაცა, შემდეგ კი 2 თვის განმავლობაში მასთან თანაცხოვრებას აიძულებდა. უფრო მეტიც, ალიმ ასლანოვმა სხდომაზე ისიც კი თქვა, რომ მას მოკლულის დედამ უთხრა, რომ აითაჯ შახმაროვა 18 წლის იყო.

განსასჯელთა სკამზე მყოფმა აითაჯ შახმაროვას დედამ კი, რომელმაც შვილი ძალადობისთვის გაწირა, სხდომაზე განაცხადა, რომ მისი შვილი ალიმ ასლანოვს საკუთარი ნებით გაჰყვა. მისივე თქმით, როდესაც არასრულწლოვანმა დედას მოძალადის სახლიდან წაყვანა სთხოვა, სოფელ ლამბალოში ჩასულ ქალს ასლანოვი დაემუქრა და იარაღი ჰაერში ისროლა. მოსამართლემ ქალის არგუმენტები არ გაითვალისწინა, ისევე, როგორც გოგონას ბიძის და ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, ოჯახმა აითაჯ შახმაროვა ჯერ იძულებითი ქორწინებისთვის, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაწირა, რადგან ბავშვმა მშობელთან რამდენჯერმე დარეკა და შველა სთხოვა, ოჯახმა კი ის აიძულა მოძალადის ოჯახში დაბრუნებულიყო.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს მოკლული გოგონას მამის გამოკითხვა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საზღვარგარეთ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც გოგონა იძულებით გაათხოვეს და მოკლეს.

საბრალდებო სკამზე შესაძლოა მალე სხვებიც აღმოჩნდნენ. 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია. ოფიციალური ინფორმაციით, აითაჯ შახმაროვას მკვლელობიდან დღემდე, მნიშვნელოვანი გარემოებები უკვე გამოიკვეთა, რაც მოზარდის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედის, ბიძის და 27 წლის მამაკაცის დანაშაულს ამტკიცებს. გამოძიების ვერსიით, აითაჯმა ასლანოვების სახლიდან გაქცევა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ, ოჯახის წევრები შინ დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ და არასრულწლოვანს კვლავ მოძალადესთან უწევდა დარჩენა.

იძულებით გატაცებიდან ორ თვეში, 6 ოქტომბერს კი, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე აითაჯი 112-ში დარეკვას ცდილობდა და სწორედ ამ დროს ესროლეს ზურგში.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის, იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტებზე პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებული, ალიმ ასლანოვის ოჯახის წევრები და ახლობლებიც გამოჰკითხა.

სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე საგამჴძიებო მოქმედებები გრძელდება. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. არასრულწლოვნის იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულები არიან მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.

გაზიარება177

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"