სოციალურ ქსელში მოხევე პოეტის თამაზ ქუშაშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
„დიდი მწუხარებით გატყობინებთ რომ გარდაიცვალა გენიალური მოხევე პოეტი თამაზ ქუშაშვილი… ჩვენთვის ძალიან ძნელია სიტყვებით გამოვხატოთ და გადმოგცეთ ის სევდა, რასაც თამაზის გარდაცვალებით განვიცდით. თამაზი იყო ხევის მთებივით ბუმბერაზი, უსასრულო და ნამდვილი მოხევე ვაჟკაცი… დაგვიტოვა ძალიან ღრმა, გულში ჩამწვდომი მოხეური პოეზია, რომელიც საუკუნეები გაჰყვება თაობებს და რომლის „მოხეურად ნათქომი სიტყო“ სულ იარსებებს თამაზის ხსოვნასთა ერთად…
თამაზმა მარადიულად უკვდავყო თავისი სახელი მის გენიალურ, მოხეურ ლექსებში. თამაზი ჩვენი გვერდის აქტიური გულშემატკივარი იყო… “ხევის ამბების” დაარსების პირველი დღიდან, დაუღალავად გვედგა გვერდით და მის მიერ მოწოდებული საინტერესო ინფორმაციები ხშირად გაგვიზიარებია ჩვენს გვერდზე. ყოველთვის ვიამაყებთ, რომ გვქონდა საშუალება, პირადად გვცნობოდა და ჩვენს გვერდზე ხშირად მოგვესმინა მისი საინტერესო აზრები და მოგონებები…გულწრფელი შენიშვნები, პირადში მოწერილი ბევრი საინტერესო ისტორიები, რომელთაც დროთა განმავლობაში გაგიზიარებთ..
თამაზი ყოველთვის იყო ხევის და მოხევეების გულწრფელი პატრიოტი და გულშემატკივარი…ასეთად დაგვამახსოვრდება ის ჩვენ. ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლების და ხევის დიდ გულისტკივილს.. თამაზ..მშვიდად განისვენე ხევის არწივივით მგოსანო, სულ რომ არწივივით ნატრულობდი ხევის მთებისთვის ზემოდან თვალის გადავლებას… მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა შენს ვაჟკაც სულს. თამაზ ქუშაშვილი მკურნალობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.









