LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2023/10/10-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

ასევე მინდა რამდენიმე კონკრეტული ციფრი მოგაწოდოთ და ფაქტებით გესაუბროთ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი დღეს ბაზარზე, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.

„ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ჯერ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
ასევე მესამე მიმართულება, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება – ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული.
უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა, რა ხდება. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა. შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კველვაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა, ვაკანსიების ჯამმურმა რაოდენობამ. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე და უმუშევრობა”, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე.

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში. ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს. აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა მინისტრად. ვფიქრობ, საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე, რა თქმა უნდა, სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვ ბატონ მინისტრს, რომ წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია. დიდი მადლობა“, –  განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"