ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური იზრდება – ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება ქალაქის მერმა უკვე გამოსცა. გადაწყვეტილების თანახმად დღეიდან ბოტანიკურ ბარში შესვლა ადგილობრივებისთვის 2 ლარი, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი – 5 ლარი იქნება.
გაზრდილია ბაღში ფოტო-ვიდეო გადაღებისა და სხვადასხვა ცერემონიალის (ხელმოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე) საფასურიც. ამ ღონისძიებების ტარიფი, 50 ლარის ნაცვლად, ახლა 100 ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოტანიკურ ბაღში უფასო შესვლით შშმ პირები, 7 წლამდე ბავშვები, სამეცნიერო -კვლევითი მიზნით შემსვლელი, დირექციასთან საქმიანი ვიზიტით მყოფი და ბოტანიკურ ბაღში მივლინებული პირები ისარგებლებენ.
ბოტანიკურ ბაღში შესვლა, ამ დრომდე, ყველასთვის 1 ლარი ღირდა.









