LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილზეა

Government officials refusing money to take the bribe money from business man the concept of corruption and anti bribery.

კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილზეა

დაპოსტა 2023/10/09-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება
რევაზ ჯაველიძე – კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მორიგი აღიარების შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მხრიდან კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა.
„მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით არის მომზადებული,  ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის და რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.
კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა.
კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, შვედეთი, პორტუგალია, ბელგია, ალბანეთი, სლოვენია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი. ჩამონათვალი, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდია, მოიცავს 25 სახელმწიფოს, რომლებსაც ვუსწრებთ ჩვენ ამ მონაცემებით“, –  განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კორუფციის კონტროლი შეფასდა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კორუფციის კონტროლი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: სახელმწიფო სახსრების კეთილსინდისიერი განაწილება, სასამართლო გადაწყვეტილებების, ექსპორტ-იმპორტის, კომუნალური მომსახურების, სახელმწიფო კონტრაქტების და გადასახადების აკრეფის სფეროებში კანონის მოთხოვნების მიღმა გადასახადებისაგან თავისუფლება და სხვ.
კორუფციის კონტროლით საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის  მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.
კანონის უზენაესობის კუთხითაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, შთამბეჭდავი. აქაც, 100%-იანი შეფასების სისტემა იყო და საქართველომ 64% მიიღო. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შეფასდა, 29-ე ადგილზეა ჩვენი ქვეყანა გლობალურად და ევროპაში მე-14 ადგილზე.
კანონის უზენაესობის რეიტინგით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 ქვეყანას, მათ შორის, დიდი შვიდეულის 3  სახელმწიფოს. ჩამონათვალი თითქმის იგივეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებაზე, ბიზნესის დაცულობა, კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან, საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა, საკუთრების უფლება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები და ასევე არაფორმალური სექტორის მდგომარეობა“, –  განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ასევე ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს და ლიეტუვას ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში  საქართველო ასევე ძალიან მაღალ დონეზე შეფასდა, მაღალი მონაცემებით. იქაც 100%-იანი შეფასება იყო და 68% მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. სახელმწიფოებს შორის  მე-9 ადგილზე, ხოლო ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზე გავედით.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს მხოლოდ ორი სახელმწიფო _ ფინეთი და ლუქსემბურგი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხი“  შეფასდა ორი კრიტერიუმით _სამთავრობო რეგულირების ტვირთი და არასატარიფო ბარიერების გავრცელება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.
დასკვნით სახით, მსურს აღვნიშნო, რომ ზემოთ აღნიშნული რეიტინგები, რა თქმა უნდა, მთავრობის სწორი, ეფექტიანი რეფორმების შედეგია“, –  განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"