636 ლარი 20 ლარის ნაცვლად – პროფკავშირები მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების შესახებ პარლამენტში დღეს ინიციატივას შეიტანს.
“დღეს, 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შევიტანთ.
ვითხოვთ, დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები შეიკრიბებიან. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს და ინიციატივას დაარეგისტრირებს. გელოდებით ყველას!” – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს საქართველოში 12 555 ადამიანს თვეში საშუალოდ 55 ლარის ანაზღაურება აქვს.









