ხონში პირველადი აღრიცხვის სამსახურის, ყოფილი კომისარიატის შენობა იწვის. ხანძარი შენობის სახურავს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები.
როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.









