იმერეთში უსახლკარო ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა გრძელდება.
ქუთაისისა და თერჯოლის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა.
დღეიდან ჩიტიაშვილებისა და შენგელიების ოჯახები კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ.
ოჯახებს ახალმოსახლეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიულოცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების თანადგომისა და მხარდაჭერის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალი სახლების მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
სოციალურად დაუცველი, სარდიონ შენგელია ხუთ შვილთან ერთად, წლებია გაუსაძლის პირობებში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა, ხოლო ჩიტიაშვილების ოჯახის წევრები თავს ხის ძველ ფიცრულს აფარებდნენ.
სოციალური პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს მომავალ წელს 10-მდე სახლის ააშენოს.
სინქრონები:
ლევან სანიკიძე – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე
გენადი ბალანჩივაძე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი
https://we.tl/t-IQioxD8hKn









