“გუშინ მწვანე ბაზრის იმ კუთხეში, სადაც მუდამ საუკეთესო ხილეული იყიდება, უჩვეულო სიჩუმე იდგა. გვერდიგვერდ ორ დახლს და მესამესაც – მოპირდაპირე მხარეს- ხილზე მუშამბა ჰქონდა გადაფარებული. მათი პატრონები ღამით ვიღაც თავგასული, მთვრალი მძღოლის მსხვერპლი გახდნენ.
– ისეთი ლამაზი საღამო გაუტარებიათ ამ საწყლებს, მერე სახლში ტაქსით წასულან და… – გაოგნებული ყვებოდა ერთ -ერთი ქალბატონი,- ვისი დაბადების დღეც იყო, ეგერ, იმ მაღაზიაში მუშაობს ის გოგო, ტირის და ტირის, მოთქვამს.. მთელი ბაზარი ამ დღეში ვართ. ვაიმე, ჩვენი თაიზა! ვაიმე, ნანა! ვაიმე, დოდო!..
მთელი ქუთაისი ამ საშინელ ტრაგედიაზე ლაპარაკობს, ყველაზე მძიმედ კი მწვანე ბაზარი განიცდის – ეს სამი, უწყინარი ქალბატონი ხომ წლების მანძილზე მუშაობდა აქ.
წამიერად შეწყდა სამი სიცოცხლე, წამიერად გაფრინდა სამი ოჯახის იმედი და სიხარული….” – წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში.
ქუთაისში 26 სექტემბერს ღამით მომხდარ ავარის 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია გარდაცვლილია 3 შუახნის ქალი. თაიზა, ნანა და დოდო თანამშრომელბი იყვნენ, ისინი წლების განმავლობაში ქუთაისის მწვანე ბაზარში მუშაობდნენ.
როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ ქალები ტაქსით დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა ვტომშენებლის ქუჩაზე, ე.წ პირველ პრახადნოისთან მოხდა.
რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს ის კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









