ქუთაისში გუშინ ღამით მომხდარ ავარის 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია გარდაცვლილია 3 შუახნის ქალი. თაიზა, ნანა და დოდო თანამშრომელბი იყვნენ, ისინი წლების განმავლობაში ქუთაისის მწვანე ბაზარში მუშაობდნენ.
როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ ქალები ავტომობილით დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა გუშინ ღამით ვტომშენებლის ქუჩაზე, ე.წ პირველ პრახადნოისთან მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო, საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს ის კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









