2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში ევროპიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტი 1-ლი აგვისტოდან უკვე აკრძალულია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირიდან იმპორტირებული მანქანების რუსეთში ექსპორტს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს.










