LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო – ვახტანგ გომელაური

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო – ვახტანგ გომელაური

დაპოსტა 2023/09/22-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურმა მომხდართან დაკავშირებით შსს-ს რეაგირებასა და და ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოვისმინეთ.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ, ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ.

მოგეხსენებათ, რომ 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5- მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია.

აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.

დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრმა ტრაგედიაზე საუბრის დასაწყისში სტიქიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სტიქიასთან ბრძოლის დროს, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები: პოლიციის მაიორი, მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი, თემურ ხარჩილავა. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მადლობა მათ ქვეყნის სამსახურში

ყოფნისთვის, მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებები თავს დაატყდა საქართველოს სხვა რეგიონებსაც და გურიაში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებსაც”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

პატიმრობა შეეფარდა მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

პატიმრობაში გაუშვეს მოქმედი მასწავლებელი, რომელიც 30 წლის წინ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ დახურულ სხდომაზე გამოაცხადა. საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მასწავლებელს ბრალდება რამდენიმე დღის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. შპს ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ....

დაწვრილებითDetails

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორის სამედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21  ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის...

დაწვრილებითDetails

პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

ზესტაფონში ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე  გარდაიცვალა . სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ზესტაფონის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ვენერა ბოჭოიძე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.მან სიყვარულით, სიბრძნითა და ღირსებით განვლო საუკუნოვანი ცხოვრება...

დაწვრილებითDetails

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მთავარი

75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მზისა გაბეშია დიდი ხნის განმავლობაში მარტვილის ცენტრში, მერიის წინ, მარტო იდგა და პროევროპულ აქციებს მართავდა.

დაწვრილებითDetails

ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა
მთავარი

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუახევის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხარაგაულის, ბორჯომის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე გამოვლინდა მოპოვებული...

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით, მაგრამ გაძვირებას განაგრძობს. ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი ლითონი, 0.26%-ით გაძვირდა და თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 4 116 დოლარი გახდა. მცირედით გაძვირებულია ვერცხლიც და ამ...

დაწვრილებითDetails

ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
მთავარი

14 ნოემბერს 16:00 საათზე ხონის კულტურის ცენტრში ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. "ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ქართული კინოსა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"