„დაფდაფები ღამით“ – სამი თეატრის პირველი ერთობლივი კოოპროდუქცია – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162-ე თეტრალური სეზონი პრემიერით გაიხსნება. ინფორმაციას თეატრი ავრცელებს.
28, 29, 30 სექტემბერს, მესხიშვილის თეტრში წარმოდგენილი იქნება ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაფდაფები ღამით“.
სპექტაკლში მონაწილეობს სამი თეტრის შემოქმედებითი დასი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი. სპექტაკლის რეჟისორია ნიკოლზ საბაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი – დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე.
პრემიერა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს ხელშეწყონით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.










