ფოთში ავტოავარიას 21 წლის დავით გუჯაბიძე ემსხვერპლა.
“გული გასკდომაზე მაქვს,…არ დავწერთქო… მაგრამ მაინც დავწერე…
ჩემი დისშვილი დავითი
დღეს გავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა უფლის სასუფეველს, მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში.
მოვიდა, ყველას გულები გაგვითბო, გვასწავლა სიყვარული და შერიგება და წავიდა.. უფალთან წავიდა..
ჩაეხუტება თავის დედიკოს ჩემს ლილეს და ძალიან ბევრ საყვარელ წინაპარს.
უფალმა გაცხონოს დეიდას გულო, დეიდას სიყვარულო,… ჩემო კეთილო!” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის, დათუნას დეიდა ნანა ხორგუანი.
“დათუნა არ მჯერა .. მთელი დღე ცრემლებს ვერ ვიშრობ შვილო. წესიერო,თბილო … დიდო კოლხო ვაჟკაცო. დინარი ბებოს გაზრდილო და საუკეთედო ვაჟკაცო. ნეტა ახლის არ მცნობოდი… რამდენი გეგმები გქონდა რომ დავამთავრებ ინსტიტუტს ფოთს უნდა დავუბრუნდეო…. რატომ??? შენი დაიკო ლიზის როგორ დაუთუთქე გული დათუნა. მისი საიმედო და საჰვარელი ძამიკო იყავი… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემი გია დაგხვდება და ჩაგიხუტებს… 2016 წელს რა დამავიწყებს შენს ერთგულებას…” – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.










