LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებზე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების დაფარვა მოსთხოვა – რა განცხადებას ავრცელებს FreeUni

დაპოსტა 2023/09/21-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს. როგორც წყარო გვიყვება, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოსთხოვეს, რომ დავალიანება, რომლის გადახდის პირობაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე გასცა, თავად დაფარონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნას ზოგიერთი უნივერსიტეტი დათანხმდა, თუმცა, ნაწილმა უარი განაცხადა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები განცხადებაში ამბობენ, რომ ისინი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ყოველ წელს სრულად უფინანსებენ სწავლის საფასურს, აქვთ არა ერთი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა და ყველა გზით ცდილობენ მათ დახმარებას.

გთავაზობთ განცხადებას:

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ დაფუძნებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა და კვლევის მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით.

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.

ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

აღსანიშნავია, რომ ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე, ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურის ნაწილს. ამ დაფინანსებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე დროს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა,  უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს,  რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს.

გარდა ამისა, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სწავლა უფინანსდებათ ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებსა და პრიზიორებს. ცოდნის ფონდი ერთი წლის სწავლის საფასურს უფინანსებს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში აბარებენ. ცოდნის ფონდი ასევე აფინანსებს სტუდენტების საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.

საგულისხმოა, რომ დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში. ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს ვადაგადაცილებულ გადახდებზე არ ერიცხებათ ჯარიმები და საურავები.

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა 2007-2023 წლებში ხარისხიანი განათლებისა და კვლევის ხელმისაწვდომობისათვის 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მასშტაბით.

ამ კონტექსტში აღვნიშნავთ, რომ ვაფასებთ და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ათასობით სტუდენტისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლობით და პატიოსნად, საკუთარი შრომის შედეგად, იხდიან სწავლის საფასურს.

ვაცხადებთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკას.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"