LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა – გოჩა თუთბერიძე

დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა – გოჩა თუთბერიძე

დაპოსტა 2023/09/20-ში
A A
48
ნახვა
გაზიარება

“დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ის თავიდან შეუერთდა საქნციებს და შეუზღუდა წვდომა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება. აქ უკვე ყველაფერი ნათელია,” – ასე ეხმაურება “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ეკონომისტი და ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, აღუდგინოს საბანკო აქტივებზე წვდომა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს.

“ძალიან მაღალ რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში, საბანკო სისტემისთვის, რაც მას მომავალში გაურთულებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ქართული ბანკები დაკავშირებული არიან ევროპულ, ამერიკულ ბანკებთან და რეპუტაციული დარტყმა მათ გაურთულებს ურთიერთობებს.

მეორე მხრივ, შეიძლება იყოს გარკვეული სანქციები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ფინანსურ სექტორს. თუ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი კონვენციებზე, მათი შესრულება აუცილებელია და საქართველოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვინმეს დამნაშავედ ცნობის ან არცნობის შესახებ არ არის პირველხარისხოვანი საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, მათ შესრულებას აუცილებლად მოგვთხოვენ. საერთაშორისო ხელშეკრულებები შიდა კანონდმებლობაზე აღმატებულია,” – აღნიშნავს თუთბერიძე.

ეკონომისტის თქმით, ქართულ ბანკებს აქვთ უფლება, მიუხედავად სებ-ის გადაწყვეტილებისა, არ აღუდგინონ ოთარ ფარცხალაძეს წვდომა საბანკო ანგარიშებზე და სავარაუდოდ, ასეც მოიქცევიან, რადგან დარტყმის ქვეშ ვერ დააყენებენ საკუთარ ბიზნეს ინეტერესებს, “წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. საბანკო და ფინანსური სექტორი იმდენად გლობალიზებულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მარტივად მისაღები არ იქნება. თუ ბანკებს პრობლემები შეექმნება, ის გავრცელდება საქართველოს მოსახლეობაზეც, რამაც ფინანსური სისტემის კოლაფსი შეიძლება გამოიწვიოს.”

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება “პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

 

bpn.ge

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"