ქუთაისში ავარიას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაღუპულია თურქეთის მოქალაქე, რიზელი ნაჩი ალტიპარმაკი. შემთხვევა 19 სექტემბერს დილით მოხდა. დაშავებული მძღოლი ცეცხლმოკიდებული ტრაილერიდან ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა საავადმყოფოში ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელსაც ნაჩი ალტიპარმაკი მართავდა, სხვა სატვირთოს შეეჯახა.
ნაჩი ალტიპარმაკი 52 წლის იყო და 5 შვილი დარჩა. მამაკაცის ცხედარი მშობლიურ ქალაქში უკვე გადაასვენეს.










