LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცუდ სიზმარში მგონია თავი: საქართველოს ხელისუფლება არის რუსული „ეფესბეს“ დანამატი – ალეკო ელისაშვილი

ცუდ სიზმარში მგონია თავი: საქართველოს ხელისუფლება არის რუსული „ეფესბეს“ დანამატი – ალეკო ელისაშვილი

დაპოსტა 2023/09/19-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

თუ ამათ „ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ მეც – წელიწადში სამჯერ რომ გვეუბნები გადატრიალებაზე და მეტი სალაპარაკო არ გაქვს, ეს ხომ ბეჩავი გადაფარვის მცდელობაა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, სუს-ის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ შეიძლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და შეიძლება თავისივე დაგებული სისულელის გამო მოუწიოთ ხელისუფლებიდან დროზე ადრე წასვლა.

„ეს არის ბოდვა და უკვე ასეთი ბოდვის არავის ეშინია. წელიწადში სამჯერ რომ გვეუბნები გადატრიალებაზე და მეტი სალაპარაკო არ გაქვს… თან რა ფონზე გვეუბნებიან ამას, ეს ხომ ბეჩავი გადაფარვის მცდელობაა იმის, რაც გავიგეთ და რაც იყო შემზარავი ამბავი. მგონია, რომ ცუდი სიზმარი ვნახე. ირკვევა, რომ რუსეთის აგენტურას ისეთი ფესვები აქვს გადგმული, რომ ეს ვიღაც ტუტუცი ფარცხალაძე, რომელსაც სახეზე აწერია რა ტუტუციცაა, დაგვისვეს მთავარ პროკურორად. ეს როგორი კატასტროფაა იცით? – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ ვართ და ჩვენ ვართ რუსეთის დანამატი. ასე რომ გააკეთებს „ეფესბე“ [ბრძანებას რომ მისცემს ხელისუფლებას], ჩვენც „ჩესტს“ ვუღებთ. ეს ნიშნავს, რომ არც დაზვერვა გვყავს, არც კონტრდაზვერვა… რა სუს-ის განცხადება, არ რცხვენიათ, რაღაცას რომ წერენ? სუს-ში რომ ვმუშაობდე, თავს მოვიკლავდი სირცხვილისგან. თავდაცვის კომიტეტში რომ მოდიოდნენ, სულ ვეკითხებოდი, თუ იცით რუსები რას აკეთებენ ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურებში-მეთქი? თუ იცით როგორ ჟონავს ინფორმაცია? თუ იცით, რა გავლენის ხალხი ჰყავთ დანიშნული? რას აკონტროლებენ, რა კონტრდაზვერვა, რის კონტრდაზვერვა, მორღვეული ღობე ვართ. რაღაცა ერთი-ორ ქარაქუცა ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ორი ტვინარეული ერთმანეთს რაღაც სისულელეებს ელაპარაკება. არც იმას გამოვრიცხავ ვიღაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტვინარეული იყოს. მანდ ხომ სულ ვერ შემდგარ და ვერ განხორციელებულ რევოლუციაზე საუბრობენ. არც იმას მალავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ უნდათ რევოლუცია, წვალობენ და თავის მომხრეებსაც აწვალებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

„ხელისუფლებიდან ესენი უნდა წავიდნენ. არ ვიცი, ვინ რა გეგმას სახავს, მეც იმ გეგმის მონაწილე ვიქნები. არჩევნების გზით უნდა წავიდნენ აუცილებლად და წავლენ, მაგრამ ესენი ისეთ რამეს აკეთებენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეიძლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და შეიძლება თავისივე დაგებული სისულელის გამო მოუწიოთ ხელისუფლებიდან დროზე ადრე წასვლა. არც ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი. ნუ გვაშინებენ ამ გადატრიალებით. გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც არიან. ცუდ სიზმარში მგონია თავი – საქართველოს ხელისუფლება არის რუსული „ეფესბეს“ დანამატი.

180 რუს მამაძაღლს შორის მოვახერხეთ და ჩავსვით ჩვენი მამაძაღლი. მურუსიძის სანქცია არაფერი არაა, ია და ვარდია. [ფარცხალაძე] მთავარი კაცია საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენ საქართველო მგონი ფორმალურად გვქვია – „ეფესბეს“ გაგრძელებაა. რუსებმა ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ ეს კაცი არის ის კაცი, რომელიც ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში გვეხმარებოდაო. გაგრძელება უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან. მურუსიძით გააფრთხილეს, ესენი არ გაჩერდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ასე გააგრძელა, მაშინ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ ყველა და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი დავიცვათ. ჩათვალონ, რომ მეც ამ სქემის მონაწილე ვარ. თუ ამათ „ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ მეც. ქუჩაში გამოვალ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის თავისუფლება დავიცვა. ამათ თუ ასე წაგვიყვანეს, ღიად, დაუფარავად და უტიფრად რუსეთისკენ და ვიღაც „ეფესბეშნიკი” მამაძაღლები, ფარცხალაძისნაირები დაგვასვეს თავზე და კიდევ გაირკვევა, რომ ვიღაც-ვიღაცები, რუსეთის ყურმოჭრილი ყრმები და მონები, აუცილებლად უნდა გავიდეთ ყველა ქუჩაში. „ევრომაიდანს“ ისე წარმოაჩენენ, თითქოს, უკრაინისთვის ცუდი მოხდა. უკრაინისთვის მოხდა ძალიან კარგი, თავისუფლება დაიცვეს. ფარცხალაძეზე, მოღალატეზე, მამაძაღლზე ამბობენ, რომ ღირსეული კაციაო. ესენი როგორ უნდა გაგრძელდნენ. ასე თუ ამათ გააგრძელეს, თვითონ ვერ მივლენ არჩევნებამდე. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცის ყრმები უნდა ვიყოთ, გინდა ამერიკელი და ვინც გინდა იყოს, ის ხალხი ჩვენთვის სასარგებლოდ გვეუბნება, რომ ეგ კაცი ოკუპანტი ქვეყნის აგენტიაო და მისი კურატორიც დაგვისახელეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე შემოდგომა გველის წინ, კიდევ ბევრ აგენტზე ილაპარაკებენ.

იმერეთში თვის ზომა-წონას რომ ვერ ხვდება, ასეთ ხალხს ეძახიან „ჭიპლიკიას“. „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა „ჭიპლიკიობდეს“, შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვის „ეჭიპლიკიავები“, ვის წინააღმდეგ მიდიხარ? იმათ რომ ეროვნულ ბანკს სანქციები დაუწესონ, საერთოდ გაჩერდება ეს ქვეყანა. „ჭიპლიკიობენ“, როგორც ჩანს, ზომა- წონას ვერ ხვდებიან. როგორც ჩანს, ისეთ სარკეში იყურებიან, „მუშტაიდში“ „სიცილის ოთახში“ რომ იყო. ერთი სარკე აქვთ, დაბრეცილი, სადაც რომ იყურებიან თავი კინგ-კონგები, არლონდ შვარცნეგერები ჰგონიათ. ერთი ნორმალურ სარკეში ჩაიხედონ, რას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ გასაშვებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ არის მოსაშვები. ქართველ ხალხს აქვს ალტერნატივა – პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია. ეს მოხდება და ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“!- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
მთავარი

დღეს  ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების, ასევე სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის მიზნით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან 13 აგვისტოს 03:00...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღაებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული მამაკაცი ქსელურ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან თანხას ითხოვდა. მაღაზიაში მყოფმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს. მამაკაცმა მაღაზიიდან თანხის...

დაწვრილებითDetails

მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას – კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ რომ, ეს მარიხუანა არ არის?! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს და აფრთხილებს საზოგდაოებას ნივთიერბასთან დაკავშირებით, რომელიც სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევია. „მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, უბედურ შემთხვევას ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა 10 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ერთ-ერთი გოგირდწყალბადის წყაროს მიმდებარედ მოხდა. ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა. „როდესაც დედა ერთ-ერთ შვილს ტანსაცმელს...

დაწვრილებითDetails

პირი მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას დაეუფლა – ბრალდებული დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2...

დაწვრილებითDetails

არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციები საქართველოში – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე,...

დაწვრილებითDetails

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად  გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

ბენზინი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
ეკონომიკა

საქართველოში ბენზინი ისევ ძვირდება -  ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა. რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ღირებულება ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საშუალოდ...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ბათუმი ულამაზეს ლიზი მოისწრაფიშვილს გლოვობს. ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „ჩემო ფერია! შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი. შენ არ დადიოდი დედამიწაზე,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია იმერეთში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

ქურდული გარჩევები იმერეთის რეგიონში. 4 პირი დაკავებულია, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.   ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"