LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთ ყუთში 20 ქალი ვიყავით, ჩავლაგდით თევზებივით – ემიგრანტობის ურთულესი გზა

ერთ ყუთში 20 ქალი ვიყავით, ჩავლაგდით თევზებივით – ემიგრანტობის ურთულესი გზა

დაპოსტა 2023/09/15-ში
A A
211
ნახვა
გაზიარება

ქუთაისელი მაყვალა გაბეხაძე და შორენა გოგსაძე 20 წელზე მეტია ემიგრაციაში იმყოფებიან. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მათ ქვეყნის დატოვება და ურთულესი გზის გავლა მოუხდათ.

წლების წინ ორივე ქალმა ოჯახების გადასარჩენად ევროპაში, არალეგალურად წასვლა გადაწყვიტა.

ემიგრანტი არის პირი, რომელიც ტოვებს თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანას და საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში. (გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (27-ე მუხ.).

 

მაყვალა გაბეხაძე საბერძნეთში, ათენში 2000-იან წლებში წავიდა

„სასტიკ გზას დავადექი”

ვმუშაობდით აბრეშუმ-კომბინატში, მაგრამ შეგვამცირეს. დავრჩით უხელფასოდ, ამოიწურა ყველანაირი საარსებო საშუალება. ავიღე პროცენტიანი ვალი და წამოვედი საზღვარგარეთ. დავადექი სასტიკ გზას. დავიმალეთ ავტობუსში, სამანქანო ნაწილში. ერთ ყუთში  20 ქალი ვიყავით,  ჩავლაგდით თევზებივით. არ უნდა დაგვეხველა, სუნთქვისაც კი გვეშინოდა, რომ პოლიციას არ შევემჩნიეთ. ჯოხს რომ  მოაკაკუნებდნენ ვიცოდით, რომ პოლიცია იყო და ხმა არ უნდა გაგვეღო. იყო  ადგილები,  გააჩერებდა მძღოლი ავტობუსს და თუკი ტუალეტი გვინდოდა ან წყალი ან სხვა რამ მაშინ უნდა გვეთხოვა. სამი დღე გზაში ვიყავით და ასე წვალებით, სიმწარით ჩამოვაღწიეთ საბერძნეთში.  მეშინოდა, როგორ არ მეშინოდა, რისკებზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. ხალხი გამაყუღუჩებლებით და წამლებით იყო წამოსული. ყველა გაჩერებაზე ველოდებიდით ან დაჭერას ან სიკვდილს.  ხმები დადიოდა რომ გაიგუდა ვიღაცა, სამი გარდაიცვალა, პოლიციამ ჩამოიყვანა ჩახუთული ხალხი და ამისთანა შემეთხვევბის მოლოდინში ვიყავით მთელი გზა. როგორ არა, რისკზე ვიყავით წასული. ან ჩამოვიდოდით ცოცოხალი ან არა.

„ტარაკნებთან ერთად გვეძინა“

როცა ჩამოვეთ,  აქ ერთი არალეგალური ოთახი იყო, სადაც 40 ქალი ვიწექით. ერთ ქალს ქონდა ნაქირავები. ჩვენი პაროლები გვქონდა და თუ სამჯერ არ დავაკაკუნებდით კარს არავინ გაგვიღებდა.  პოლიციის ეშინოდა მასაც, რადგან არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. ამ ქალთან ვიყავით შეთანხმებულები, რომ სამსახური ეშოვა ჩვენთვის, მაგრამ მისი ინტერესებიდან გამომდინარე იქ დიდიხანს გვაჩერებდა. ხალხი 6 თვეც იყო იქ სამუშაოს გარეშე. ერთი ღამე  5 ევრო ღირდა. ყოველ დღე იკრიბებოდა კიდევ საჭმლის ფული 2 ევრო.  წარმოიდგინეთ დღე-ღამე 7 ევრო. 250 ევრო უნდა გადაგვეხადა სამსახური რომ ეშოვა.

„ვითომდა დამსაქმებელი“

ჩემი პირველი სამუშაო იყო,  ერთ ოჯახში ბებია-ბაბუასთან უნდა ვყოფილიყავი . ამ ქალითვის უნდა მომევლო, თუმცა ეს ქალი, ბებია, ახლოს არ მიკარებდა , უფუნქციოდ ვიყავი. მე რომ წამოვედი ვიღაც სხვა ქალი შეიყვანა, იმისგან ფული ცალკე აიღო რა თქმა უნდა 200 ევრო.  ჩემი შემცვლელი  ერთი კვირა გაჩერდა იქ და  მერე ის  ბებია ფსიქიატრიულში წაიყვანეს. იმ ჩვენმა ვითომდა დამსაქმებელმა იცოდა ამ ბებოს მდგომარეობის შესახებ, რომ მასთნ ვერავინ გაჩერდებოდა, მაგრამ მისთვის მთავარი ფული იყო. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში.

„მოვდიოდი სახლში 3 500 ევრო პროცენტიანი ვალით“

აიკრიბა ფული ახლობლობაში, სანთესაოში. სამგზავრო ფული, პასპორტის ჩაბარების და   კიდე სხვა ბევრი უბედურების.  წამოვედი ასე ანერვიულობელი, თურქეთში სისხლდენა დამეწყო.  მძღოლებმა თქვეს  მორჩა, თუკი ასე გაგრძელდა სავადმყოფოში უნდა მივიყვანოთ სხვა გამოსავალი არააო. სისხლი ვერ გააჩერეს. მოვდიოდი სახლში 3 500 ევრო პროცენტიანი ვალით და ისეთ სტრესში ვიყავი სიცოცხლე აღარ მინდოდა.

„ხელმეორედ გადავწყვიტე ბედის ცდა“

ჩამოვედი სახლში და ჯარის ნაწილში დავიწყე მუშაობა, მაგრამ  ეს საკმარისი არ იყო. პროცენტები იზდებოდა. ისე იყო მდგომარეობა რომ, ჩემმა შვილმა იფიქრა წამოსვლა აქეთ. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, ამხელა ვალები, ჩემი შვილი აქ ასეთ მდგომარეობაში, ისევ გადავდე თავი და ხელმეორედ გადავწყვიტე ბედის ცდა. ( ეს ახლა ჩემი ისტორიაა, თუმცა არიან ქალები ვისთვისაც საბერძნეთი მეორე სახლია. ამბობენ სანამ ჯოხს არ დავიკავებთ ხელში იქამდე არ დავბურუნდებითო). ამ მეორე გზაზეც 3 500 ევროიანი ვალის აღება მომიწია ისევ პროცენტით. სახლში რომ მოდიოდა გადასახადების ამკრები ყველა ჩემ შვილს კითხულობდა, იმიტომ,  რომ იცოდნენ მაყვალა განადგურებული იყო. ერთმა მევალემ დამიძახა, შემიყვანა ოთხში და ასე მითხრა კედელზე ტვინს მიგასხმევინებ, შენს ვალებს მე ხო არ გადავიხდიო. ჩემს შვილს ბევრი უჭირდა იტალიაში ყოფნა, მაგრამ კი არ წამოსულაო. თავს გაგიტეხავ იცოდეო.

„მითხარი ერთი ასეთ ფულს რა ქვია ?!“

მეორე გზაც ასე რთული იყო. მეორე დამსაქმებელი პირველზე ამბობდა აფერისტიაო, მაგრამ თვითონ უარესი აღმოჩნდა. მერე ბევრი სამსახურის გამოცვლა მომიწია. მიდის ტანჯვის დღეები. მითხარი ერთი ასეთ ფულს რა ქვია?! არ ქვია წამებაში აღებული ფული?!

„ყოველ დღე ვფიქრობ ჩავალაგო ბარგი და წამოვიდე“

უკვე წლებია აქ ვარ.  ძალინ მენატრებით ყველანი. თითოეული ადამიანი მახსენდება. ვეხვეწები ყველას  საზღვარგარეთ  ნუ წამოხვალთ. მაქეთ მოძებნეთ რამე. დიდი ფულზე ნუ იფიქრებთ. სიმდიდრისა და ოქროს მოხვეჭაზე.  მთავრობას ვთხოვ ეს ხალხი დაასაქმოს. ყველას, ყველა ენატრება, მაგრამ საშუალება არაა წამოსვლის . აქედან რომ წამოხვალ მერე უკან ვეღარ დაბრუნდები. მე რომ დავბრუნდი საოცარი ვალები დამედო.  47 კილო ვიყავი და უფრო დავიკელი. სულ ნერვებზე ვიყავი რომ ვფიქრობდი ამდენი ვალები საიდან გამესტუმრებია. წლები დაჭირდა ამ ყველაფერის გასააზრებლად და მოსაგვარებლად. ახლა კი ყოველ დღე ვფიქრობ ჩავალაგო ბარგი და წამოვიდე.

შორენა გოგსაძე იტალიაში 2001 წელს ტურისტულად შევიდა

„ძალიან პატარა შვილი მყავდა, მეუღლე არ მუშაობდა“

იტალიაში 2001 წელს წამოვედი. დიდი გაჭირვება იყო ქვეყანაში და გადავწყვიტე  საზღვარგარეთ მეცადა ბედი. მემუშავა, რაღაც ორი კაპიკი ამეღო  და ჩემს ოჯახს დავხმარებოდი. ძალიან პატარა შვილი მყავდა, მეუღლე არ მუშაობდა . სწორედ ეს გახდა ჩემი წამოსვლის მიზეზი .

„ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო“

იტალიაში ტურისტული ვიზით წავედი. ერთმა ათმა ადამიანმა გავაკეთეთ ასევე, ვითომდა სამოგზაუროდ მივდიოდით. ჯერ იტალიაში უნდა ჩავსულიყავით, იქედან საფრანგეთში და ასე შემდეგ.  ასე რომ, ჩვენ ჯერ ჩავედით თურქეთში, შემდეგ ავიღეთ ვიენას ბილეთები და ამის  შემდეგ ყველა თავის გზაზე წავიდა. ჩვენ კი ორი ქალი იტალიაში წამოვედით. ვიენიდან მილანში გამოვფრინდით მილანიდან უკვე რომში. ასე იყო საჭირო, რადგან მიუხედავად იმისა რომ  უკანონოდ არ შევსულვართ იტალიაში,  მოგვიანებით ჩვენი იქ ყოფნა უკვე უკანონო იქნებოდა. ძალიან ვნერვიულობდი ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო . მაშინ 25 წლის ვიყავი. არ მქონდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და დიდ განცდაში ვიყავი. რომ  ჩავდიოდი აქ  2 ქართველი დამხვდა.  არაჩვეულებრივი პიროვნებები. ისინი დამეხმარნენ ძალიან. დედაჩემის მეზობლები იყვნენ და  ამ საქმიანოთ იყვნენ დაკავებულები.  მიყავდათ ხალხი და ასაქმებდნენ.  იდეაც აქედან წამოვიდა. მაშინ საბერძნეთი იყო უფრო, ასე ვთქვათ პოპულარული. საბერძნეთში უფრო მიდიოდა ხალხი, რაღაც ათიოდე სიტყვა თუ ვიცოდი იტალიურად, მაგრამ არ გამჭირვებია,   სამუშაო ერთ თვეში დავიწყე. ამ ერთ თვეში ბევრი, რამ ვისწავლე. დედაჩემის ახლობლების გარდა იქ სხვა ქართველებიც დამხვდნენ . ისინიც მეხმარებოდნენ მიხსნიდნენ.  ერთ თვეში უკვე ბავშვის მომვლელის სამუშაო მინახეს.  ასე ერთ წელი ვიყავი რომში, არაჩვეულებრივ ოჯახში, არაჩვეულებრივად მიმიღეს. იმ ერთ წელშიც დიდი გამოცდილება მივიღე და მერე ნელ-ნელა გავიკვლიე გზა.

„ერთი წელი ვიცხოვრე არალეგალურად“

უკვე ლეგალურად ვარ იტალიაში, დიდი ხანია,  რაც საბუთი მაქვს . ყველა გადასახადს ვიხდი. ერთი წელი ვიცხოვრე არალეგალურად , თუმცა სიმართლე ვთქვა მაშინაც არ მქონია პრობლემები.  თუ მშვიდად ცხოვრობ, პოლიციაც არ  ინტერესდება შენით. ის ოჯახი დამეხმარა, სადაც ვმუშაობდი, რაღაც თანხა გადავიხადე და მადლობა ღმერთს ერთ წელიწადში უკვე ის შიშიც გამიქრა, რაც მქონდა.

„რაღაც პროცენტით აქაური სისხლი გადავისხი“

ამ ეტაპზე სხვადასხვა ოჯახში დავდივარ.  დამლაგებლად ვმუშაობ, კიდევ რამდენიმე მოხუცს ვუვლი. საკმაოდ გადატვირთული ვარ, მაგრამ შაბათ-კვირას ვისვენებ. საქართველოში დავბრუნდე თუ არა ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. სანამ შევძლებ და ჯამრთელობა შემიწყობს ხელს აქ ვიქნები. აქაურობას ძალინ მივეჩვიე. ალღო ავუღე აქაურ ცხოვრებას . იტალიელი ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც პროცენტით აქაური სისხლი გადავისხი. ფაქტიურად აქ გავიზარდე, აქ ვისწავლე ბევრი რამ. ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქ მივიღე. თავიდან  მიჭირდა, შვილი მენატრებოდა, მშობლები. ნევროზიც კი ავიკიდე. პირველი ექვსი თვე ამ კუთხით საშინელება იყო, მიუხედავად იმისა რომ კარგი ოჯახი შემხვდა. იცის-ხოლმე ,როცა შორს ხარ შემოგაწვება ნოსტალგია. ღმერთის წყლობით ხშირად ვუკავშირდები ჩემს ოჯახს . საქართველოშიც ვიყავი ჩამოსული, ყოველ წელს დავდივარ. თუმცა სრულ დაბრუნებას ჯერ კიდევ არ ვგეგმავ.

„მთელი იტალია სავსეა ქართველებით“

ქართველები აქ ძალიან ბევრნი ვართ, უზღვავი. მახსოვს მე რომ ჩამოვედი მეხუთასე ვიყავი. მაშინ ყველანი ერთმანეთს  ვიცნობდით , რადგან ცოტანი ვიყავით. ახლა კი მთელი იტალია სავსეა ქართველებით.

„ყველა ქართველს ჩირქს გვცხებენ“

ყველა ვინც აქაა გაჭირვებამ ჩამოიყვანა. მათი ოჯახები  გზავნილებზე და ამანათებზე არიან დამოკიდებული. ყველას ქამარ-შვილი ყავს დატოვებული, მშობლები. როგორც ვთქვი იმატა ემიგრატების რაოდენობამ. სამწუხარო ისაა რომ ჩამოდიან, ჩამოყავთ მეუღლეები, შვილები, რომლებიც იპარავენ და თავს გვჭრიან. ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება და ეს ძალიან სამწუხაროა,  ყველა ქართველს ჩირქს გვცხებენ.

„ძალინ ბევრნი ვართ“

ჩამოდიან ეს საწყალი ქართველი ქალები, მაგრამ უკვე აქაც გაჭირდა სამსახურის შოვნა. ძალინ ბევრნი ვართ. ამას გარდა აქ სხვებიც არიან. ასე რომ ძალინ გართულდა სამუშაოს შოვნა, მათთვისაც კი ვისაც საბუთები წესრიგში აქვთ. აქაც არაა დალხენილი მდგომარეობა. ვერავის ვერ ვეტყვი რომ არ წამოვიდნენ, რადგან თავის დროზე მეც ასეთი ნაბიჯი გადავდი და ვიცი მათი სასოწარკვეთა, მაგრამ იმასაც ვურჩევდი რომ დაფიქრდნენ, რადგან არც აქ დავხვდებათ ია-ვარდი.

 

ბოლო წლებში საქართველოდან  ,,გახიზნული და გადახვეწილი“  თანამოქალაქეების ზუსტი მონაცემები სტატისტიკის მიღმაა დარჩენილი.   შრომითი მიგრაცია,  გასულისაუკუნის 90–იან წლებიდან, ,,რკინის ფარდის“ მოშლის შემდეგ გახდა აქტუალური. მისი ერთ-ერთი, ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც  ქვეყანაში დღემდე მნიშვნელოვან  პრობლემად რჩება.

 

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით საქართველოდან 125 269 ემიგრანტია გასული. მათ შორის 77 107 მამაკაცი და 48 162 ქალია.

მათივე ინფორმაციით, 108 590 ემიგრანტი 15-დან 64 წლამდეა. 13 058 0-დან 15 წლამდე, 65 წელს ზემოთ კი ემიგრანტთა რიცხვი 3 621-ს შეადგენს. ბოლო 10 წელიწადში ემიგრანტების რიცხი 34 685-ითაა გაზრილი.

2012 წლიდან საქსტატის მონაცემები შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა.

2000 წლისთვის არსებული მონაცემებით, იმ ქვეყნების „ტოპ-სამეული“, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი იყო ასეთია – რუსეთი (630 000 ), უკრაინა (70 000) და საბერძნეთი (70 000).

საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტთა საერთო რაოდენობის (ე.წ. Migrant Stock) შესახებ გარკვეულ, მაგრამ არასრულყოფილ სურათს იძლევა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (UN DESA) შეფასებები, რომლებიც მიგრანტებს საზღვარგარეთ დაბადებული მოსახლეობის კატეგორიის მიხედვით ითვლის.

გაეროს შეფასებებით, 2020 წელს საქართველოში დაბადებული და საზღვარგარეთ მცხოვრები მიგრანტების რაოდენობა 861,077-მდე გაიზარდა.

 

 

საქართველოს ეკონომიკა ემიგრანტი ადამიანების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა.

ამ თვეშიც ყველაზე მეტი, 60.3 მლნ დოლარის გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა, რაც 45.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ია.

მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს (წლიური ზრდა 23%), მესამეზე ამერიკაა 40.2 მლნ დოლარით (ზრდა 37.6%), მეოთხეზე გერმანია 20.4 მლნ დოლარით, (ზრდა 33%), ხოლო მეხუთე ადგილს საბერძნეთი იკავებს 20 მლნ დოლარით (ზრდა 6%).

ამავდროულად, 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.

მიუხედავად იმისა რომ, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი აცხადებს რომ, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოდან წასვლის მსურველთა ოდენობა კვლავ მზარდია. ამ ეტაპზე ემიგრაციის სასურველ ქვეყნად ამერიკა მოისაზრება. ქვეყნიდან გასვლის მსურველები სახიფათო, არალეგალურ გზებს მიმართავენ, რა დროსაც არაერთი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება. 

 

მასალა მოამზადა: თამარ ქავთარაძე, თათია ახვლედიანი

გაზიარება84

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"