შოვში ტრაგიკულად დაღუპულ ზაზა მესხს, მის მეუღლესა და უფროს შვილს, თბილისში, შაბათს დაკრძალავენ.
„ზაზა მესხის და მისი უფროსი ვაჟის ცხედრებს ხვალ – პარასკევს 8 სექტემბერს დავასვენებთ ვაკის წმ. სამების სახელობის ტაძარში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #37).
პანაშვიდი დაიწყება პარასკევს 18 სთ.-ზე. გამოსვენება იქნება ტაძრიდან შაბათს 14 სთ.-ზე.
ჩვენი თხოვნაა, თავი შევიკავოთ ფოტო და ვიდეო გადაღებებისაგან“,- წერს ოჯახის მეგობარი.










