LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთ წელიწადში წარვადგენთ კიბერუსაფრთხოების პირველ კოჰორტას – ამერიკული რადიო ,,სანგუს” უნივერსიტეტის შესახებ

ერთ წელიწადში წარვადგენთ კიბერუსაფრთხოების პირველ კოჰორტას – ამერიკული რადიო ,,სანგუს” უნივერსიტეტის შესახებ

დაპოსტა 2023/08/18-ში
A A
99
ნახვა
გაზიარება

ქალაქ ცინცინატის რადიო NPR-მ  საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ სიუჟეტი  მოამზადა. 

რუსეთის მიერ ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველო ცდილობს თავი დაიცვას კიბერდანაშაულისაგან. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია კიბერუსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების აღზრდა სახელმწიფო და კერძო სექტორებისათვის. ამ მიზნის მიღწევის საქმეში საკვანძო როლს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი თამაშობს.

 

საჯარო სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამ პროგრამის სტუდენტი, დავით სახვაძე მუშაობს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. დავითი ამბობს, რომ „კიბერუსაფრთხოების მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ იგი სწრაფადცვლადია, შეტევები კი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის მოსალოდნელი. კიბერუსაფრთხოებას არ აქვს საზღვრები, ის განსხვავდება ჩვეული (კონვენციური) პოლიტიკისგან, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს ახლო მეზობლებთან. კიბერი უბრალოდ ამგვარად არ ოპერირებს. კიბერ სფეროში შენზე შეტევა შეიძლება განხორციელონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან“.

 

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმის დიდი სურვილი ჰქონდათ. ისინი ესტუმრნენ შეერთებულ შტატებს და შეარჩიეს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მათი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში. გადაწყდა, რომ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში საუკეთესო არჩევანი იქნებოდა მიზნის მისაღწევად. პარტნიორებმა შეძლეს ამ პროგრამის იმპლემენტაცია, ხოლო ეკლესიამ დააფინანსა ამ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა. პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი უნდა დასაქმდნენ საქართველოში.

 

ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, კევინ კირბი, ამბობს:“ NKU-ს პროგრამა არ მოითხოვს არანაირ საბაზისო ცოდნას აიტისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ეს პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა უნდა, ამიტომაც სტუდენტები იწყებენ კიბერუსაფრთხოების საფუძვლების შესწავლით, შემდგომ კი სწავლობენ ისეთ საგნებს, როგორიცაა: ქსელების უსაფრთხოება, ღრუბლოვანი უსაფრთხოება, მონაცემთა უსაფრთხოება, ვებ- უსაფრთხოება, რისკების მენეჯმენტი. ისინი ასევე ბევრს მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს. ამ პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ეთიკური გატეხვის თემა“.

 

ოცდაათმა ქართველმა სტუდენტმა უკვე დაიწყო სწავლა იანვარში, ხოლო მომდევნო ოცდაათი სტუდენტი სწავლას სწორედ ამ თვეში დაიწყებს. ისინი ძირითადად ისწავლიან ონლაინ ფორმატით, თუმცა წელიწადში ორჯერ მათ ჩაუტარდებათ დასწრებული ფორმატის ლექციები. NKU-ს პროფესორები უკვე ესტუმრნენ საქართველოს წელს ივნისში, ხოლო ოქტომბერში სტუდენტების პირველი ნაკადი მიემგზავრება ამერიკაში, NKU-ში. კევინ კირბი აღნიშნავს, რომ სტუდენტები მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას ცინცინატის წამყვან კომპანიებში. „მაგალითად, ამერიკის ბანკის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლები ყოველთვის ატარებენ საინტერესო შეხვედრებს ჩვენს წარმატებულ სტუდენტებთან. ეს ცენტრი მდებარეობს მე-13 სართულზე, ეს საოცარი ადგილია.“

 

საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს ამერიკის სხვა უნივერსიტეტებთანაც, კალიფორნიაში და ნიუ ჯერსიში, მაგრამ ამ პროგრამით სტუდენტებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი ხარისხი კიბერუსაფრთხოებაში. სანგუს წარმომადგენელი ინგა ნაფეტვარიძე ამბობს: „მნიშვნელოვანია შეიქმნას ძლიერი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალისტების არსებობა, რომლებიც რეალურად შეძლებენ ქვეყნის დაცვას კიბერ შეტევის დროს. სწორედ ამიტომ მეუფემ შეაირჩია NKU და ეს კონკრეტული პროგრამა და 4 წლის დაუღალავი შრომის, მოლაპარაკებებისა და ამერიკაში ვიზიტების შედეგად, ჩვენ შევძელით ამ პროგრამის გაკეთება და მივიღეთ აკრედიტაცია. და ახლა, მეუფისა და მისი გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წარვადგენთ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების პირველ კოჰორტას“.

 

NKU-ს ინფორმატიკის კოლეჯის დეკანს კევინ კირბის სრულად აქვს გააზრებული ამ პროგრამის მნიშვნელობა. ის ამბობს: „ფაქტიურად საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მაგრამ ცნობილია ისიც, რომ მშვიდობიან ქვეყნებშიაც კი, ფაქტია კიბერ შეტევების არსებობა. მათი მთავარი მიზანია დაიცვან საჯარო და კერძო სექტორები კიბერ შეტევებისაგან.“

 

კევინს სურს გააგრძელოს პარტნიორული ურთიერთობა; იგი გვიმხელს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კიდევ ერთ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნეს ინფორმატიკაში ქართველი სტუდენტებისთვის.

 

#sangu #nku #cybersecurity

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

გაფრთხილება გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ – მისამართები და აღდგენის დრო

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე რუსთავი–თელავი–ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს“, - ამის შესახებ განცხადებას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების...

დაწვრილებითDetails

„ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…“ – სკოლის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…“ – სკოლის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა
მთავარი

5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომლითაც თანასოფლელი ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზაზე რამდენჯერმე მოცურდა, რის შემდეგაც გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩხუტუნეთის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ძნელაძის...

დაწვრილებითDetails

აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე
მთავარი

მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება
მთავარი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათ...

დაწვრილებითDetails

ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” მომხდარი, სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ გაიხსენა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა. ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"