სოფელ ბალდას მოსახლეობა დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს. მათი მოთხოვნაა ბალდას კანიონზე სამუშაოების შეჩერება.
,,15:00 საათზე, მარტვილში გაიმართება შეხვედრა დაცული ტერიტორიის წარმომადგენლებთან, ამ ეტაპზე ერთადერთი მოთხოვნა რაც გვაქვს, მომენტალურად გაჩერდეს სამუშაოები. სხვა რამეს ახლა უბრალოდ ვერც კი განვიხილავთ.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ რამეზე.
თუ მზად ხართ ამ წინადადებაზე წამოსასვლელად, მაშინ გელით.
მადლობა ყურადღებისთვის!” – წერა სოციალურ ქსელში მაყაშვილი.
,,გარეცხილი კედლები გისოსებს მიღმა.
პატიმრობაშია კანიონი.
კამერონის ავატარი გვაქვს დედამიწაზე, ვიღაც უგრძნობი სქელკანიანი არსებები პლანეტას ხრავენ.
ზებუნებრივი ძალების იმედზე თუ ვიქნებით.” – წერდა მათე მაყაშვილი.
სოფელ ბალდაში, სადაც ულამაზესი კანიონი და ჩანჩქერი მდებარეობს ტურისტული ატრაქციის მოწყობა იგეგმება, ტერიტორია გასხვისებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ კანიონზე საბანაოდ ჩასვლა ფასიანი გახდება, რაც მათთვის მიუღებელია.