LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მთელი ქვეყანა იქააა იმ ტალახში და ჯოჯოხეთში და აცრები ვერ აიტანეს” – რას წერს მოქალაქე

3 წელი აფრთხილებდე და შველას თხოვდე ხელისუფლებას და დღეს გადარჩენილ ძაღლთან ჩახუტებული ოჯახის 9 წევრს ეძებდე – რას წერს ირინა სარიშვილი

დაპოსტა 2023/08/10-ში
A A
42.9k
ნახვა
გაზიარება

შოვში 3 აგვისტოს დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ირმა სარიშვილი ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“გაზარდო შვილები, ასწავლო, მერე საჩუქრად კომოს ტბის კი არა, ონის საგზურებით გაახარო და მერე…

ცხოვრობდე შენი ულამაზესი ოჯახით ჰოლანდიაში, არაფერი გიჭირდეს, იქით სხვას ეხმარებოდე, მერე დასასვენებლად კანარის კუნძულებზე კი არა, საკუთარ სამობლოში ჩამოხვიდე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, დღეს კი მეუღლის ცხედარია ნაპოვნი და შენ და შენ სამ ბიჭს გეძებთ…
კაცი გერქვას, ცოლს და სამ შვილს ეძებდე, იპოვო მეუღლე და 7 წლის შვილი (ყველაზე უფროსი) გარდაცვლილები და ეხლა ორ შვილს ეძებ…
იქ ცხოვრობდე, 3 წელი აფრთხილებდე და შველას თხოვდე ხელისუფლებას და დღეს გადარჩენილ ძაღლთან ჩახუტებული ოჯახის 9 წევრს ეძებდე…
მეტს ვეღარ გავაგრძელებ, ესეც ძლივს დავწერე…
და ამის ფონზე ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ პასუხი აგოს იმაზე რომ
არ ჰქონდა ტექნიკა,
არ ჰქონდა წინასწარი შეტყობინების სისტემა,
განათების სისტემის არარსებობის გამო შეწყვიტა ღამით ძებნა! თან არა ნანგრევებში მოყოლილი, სადაც ჰაერის შეღწევის თეორიული შანსი მაინც არის, არამედ ტალახში ჩაძირული ადამიანების ძებნა!
აი ამ ყველაფრის ნაცვლად ეს არამზადა ხელუსუფლება თითს გვიქნევს, ტროლ-ბოტებს გვიქსევს და სულ სხვა მიმართულებით გადაყავს ეს საშინელი ტრაგედია და ამას სამწუხაროდ ჩვენივე დახმარებით აკეთებს…
მესამე დღეა, ნაცვლად საქმისა, ვდაობთ იმაზე რას იკადრებდა თუ არ იკადრებდა ყველაფრისმკადრებელი კახა კალაძე, ვიცავთ ჩემთვის და ყველასათვის საყვარელ ნიკა რაჭველს ამ ხელისუფლების წყალობით ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენის გამო გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილის თავდასხმისგან და ვამტკიცებთ რომ ნიკას მაშველები არ გაულანძღავს, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის!.
ვწერთ ემოციურ პოსტებს, ლექსებს, ვხატავთ და ვამხატვრულებთ მომხდარს ზუსტად ისე როგორც შადრევნის ტრაგედიის დროს, რომელიც ბოლოს ერთობლივი პოზიტიური გადაწყვეტილებით შადრევნისთვის მარიტას სახელის დარქმევით და რამდენიმე მეისრის დაპატიმრებით დამთავრდა. შეიცვალა რამე მას შემდეგ? არაფერი! ვერც შოვის ტრაგედია შეცვლის ვერაფერს ჩვენ თვითონ თუ არ შევიცვლებით.
აღარ შემიძლია მოთქმა-ვაების მოსმენა მხოლოდ! გულში მხოლოდ ბრაზი დამრჩა. აგრესია მაქვს ყველაფერზე, სადაც მხოლოდ სენტიმენტებია, რადგან ზუსტად ვიცი რომ ესეც გაივლის. მეც გამივლის ტალახის გემო ყველა ლუკმაზე, გაივლის და ის ოჯახები, ვისაც თურმე გლოვა უნდა ვაცადოთ პოზიტიურების აზრით, მარტოდმარტო დარჩებიან თავიანთ დარდთან.
მკვლელების ბანდა უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას და ამისთვის თავზე და სკამზე ხელაღებული ხალხია საჭირო.

ის ბახილებიანი ნაძირალა გახსოვთ? ის კია ნაძირალა მაგრამ ის ბახილები ჩვენ ვართ სანამ ასე ვართ!

ის გარეწარიც ხომ გახსოვთ, ხმას დაუწიეო ძმას რომ ეძებდა იმ კაცს რომ უთხრა? ის ჩინოვნიკი ვინცაა ეგეც გასაგებია, აქ მთავარი უბედურება ისაა რომ იმ კაცმა ხმას დაუწია. ეგ ხმადაწეულიც ჩვენ ვართ სანამ ასე ჩმორებივით ვიცხოვრებთ…

თავზე და სკამზე ხელაღებულებმა უნდა იხსნან ჩვენი შვილები.

შევგროვდეთ! ” – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

გაზიარება17144

დაკავშირებული -პოსტები

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

გაფრთხილება გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ – მისამართები და აღდგენის დრო

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე რუსთავი–თელავი–ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს“, - ამის შესახებ განცხადებას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების...

დაწვრილებითDetails

„ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…“ – სკოლის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…“ – სკოლის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა
მთავარი

5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომლითაც თანასოფლელი ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზაზე რამდენჯერმე მოცურდა, რის შემდეგაც გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩხუტუნეთის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ძნელაძის...

დაწვრილებითDetails

აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე
მთავარი

მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება
მთავარი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათ...

დაწვრილებითDetails

ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” მომხდარი, სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ გაიხსენა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა. ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"