LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნათია ბახტაძის გამტაცებელმა აღიარა, რომ გოგო ჯერ გაიტაცა, მერე თავისი “ლექსუსის” სალონში გაგუდა და მერე ვარდილჰეს-3-ის კასკადში ჩააგდო – ლაშა ბერულავა

ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ნათია ბახტაძე ეთნიკურად ქართველი იყო – რა ახალ დეტალებზე საუბრობს ლაშა ბერულავა გალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

დაპოსტა 2023/08/09-ში
A A
22.8k
ნახვა
გაზიარება

ოკუპირებულ გალში აინარ ცვიჟბას მიერ მოკლული ნათია ბახტაძის საქმეზე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გალში არსებულ განუკითხაობას შეწირულ 28 წლის ნათია ბახტაძეზე უნდა მოგიყვეთ ისევ:

? ის მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მანქანაში “სალაპარაკოდ” ჩაისვა, რადგან იცოდა, რომ ნათიას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და 3 აგვისტოს თბილისში აპირებდა წასვლას. კიდევ ერთხელ სცადა შერიგება, როგორც ამბობს, ცოლობაც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
? და რა მოიმოქმედა ამის შემდეგ აინარ ცვიჟბამ, გალის რაიონში ფქვილის ბიზნესის მაგნატის შვილმა? გოგონა გაიტაცა, ჩაუკეტა მანქანის კარები, შემდეგ სადღაც გააჩერა, უკანა სავარძელზე გადაჯდა და სცემა – გოგონამ მანქანის ძგიდეს მიარტყა თავი და ცვიჟბას ეგონა, გონება დაკარგა, არადა, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იყო შოკისგან და სუნთქვის უკმარისობით – ჩაკეტილ სივრცეში, ბოლომდე აწეულ გვერდითა საქარე მინებში.
? სათვალთვალო კამერებზე ჩანს, რომ ცვიჟბა მანქანას აჩერებს, მარკეტში შერბის და წყალს ყიდულობს, მერე უკანა სალონში ჯდება და კარგა ხნის მერე გადმოდის ტელეფონით ხელში, ბოლთას სცემს და ლაპარაკობს (ცხადია, ხმა არ ისმის).
? სალონში მან, სავარაუდოდ, ქალის მოსულიერება სცადა, მაგრამ ვერ შესძლო, ხოლო როცა დარწმუნდა, რომ მოკლა, წავიდა “ზარი ახლობელთან”. ეს ახლობელი მისი სიძე იყო, გალის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ასევე მამამისი. ამის შემდეგ ეს ორი პირი, მინიმუმ, მკვლელობის დაფარვისთვის უნდა იყვნენ დაკავებული, მაგრამ აინარის სიძემ და მამამ გეგმა დააწყვეს: ჯერ გალისკენ მოაბრუნებინეს მანქანა მას, შემდეგ ცხედარი გადამალეს ისეთ ადგილას, რომ დიდი ალბათობით, ვერ იპოვიან (ისედაც მღელვარება მოჰყვა ამბავს და ცხედრის პოვნა, დატირება, დაკრძალვა, უკმაყოფილო ხალხის შეკრება ნათიას ცხედრის ირგვლივ გალში არავის აწყობს, ყველა ვნებების ჩაცხრომას ელოდება).
? აინარ ცვიჟბას მამამ – ენვერმა (რომელმაც მეორე დღეს გალში, სალონში, თმები შეიჭრა, ხალხს დაენახა, ვითომც არაფერი მომხდარა) მისი შვილი აღიარებითი ჩვენებით მიიყვანა მილიციაში, თან საქმის მოკვარახჭინებას დაჰპირდა.
? აინარ ცვიჟბამ თქვა (ასე დაარიგეს), რომ ნათიამ ცოლობაზე უარი უთხრა, გაბრაზდა და ხელი ჰკრა, მან თავი კარს მიარტყა და გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვითომაც ეს ვაჟბატონი შეშინდა, ავიდა ვარდნილჰესის კასკადებზე, ნათიას აკოცა, ბოდიში მოუხადა და ენგურში გადააგდო…
? ახლა აინარ ცვიჟბას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მანამდე გარეთ დარჩენილი თანამონაწილეები იჩალიჩებენ დასკვნას, რომ ის ფსიქიკურად მთლად ჯანმრთელად ვერ არის და გადაიყვანენ ფსიქიატრიულში ან მოსამართლე განზრახ მკვლელობის მუხლით არ გაასამართლებს, “შემოაკვდას” მუხლით წავა გასამართლება, გავა ცოტა ხანი და სულაც გამოუშვებენ – მე შენ გეტყვი და, რამე შეუშლით ხელს.
? და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ნათია ბახტაძე ეთნიკურად ქართველი იყო, დედასთან ცხოვრობდა და არც პერსონალურად შურისმაძიებელი ჰყავს ვინმე, ვერც სამართალი შეჭამს პურს…
? აი, ასეთ რეგიონად იქცა ჩვენი ქვეყნის ერთი ყველაზე ლამაზი და ერთ დროს სტუმართმოყვარე მხარე – სრულ ჯოჯოხეთად იქ დარჩენილი ქართველებისთვის – იმასაც კი არ აკეთებენ, რომ დედას შვილის ცხედართან გლოვის, დაკრძალვისა და საფლავზე სიარულის საშუალება მისცენ…
? აბა, ნათია ეთნიკურად აფხაზი ყოფილიყო? იქ ამბები ატყდებოდა – მტრისას და ავისას…
? ხომ არ გეცნობათ, რომელი დიდი, აგრესორი ქვეყნის პატარა, მიმბაძველ რეგონად იქცა აფხაზეთი?
? ნათიას ცხედარს კი, ჩემი აზრით, ძალიან ყასიდად ეძებენ. გამიხარდება, თუ იპოვიან მაინც და დედას მიეცემა შვილის დატირების “ნებართვა”.

ვნახოთ…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

ცნობისთვის, 28 წლის ქალი გალში 28 ივლისს გაუჩინარდა.  31 ივლისს მისმა დედამ იამზე აგუმავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც შვილის ძებნაში დახმარებას ითხოვდა.  პირველ აგვისტოს, დაახლოებით, დღის 16 საათზე, დააკავეს ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი 30 წლამდე ოჩამჩირის მკვიდრი მამაკაცი, აინარ ცვიჟბა. მან დანაშაული აღიარა და თქვა რომ ცხედარი რეჩხის წყალსაცავში გადააგდო. ცხედარი ჯერჯერობით არ უპოვიათ, რეჩხის წყალსაცავში სამძებრი-სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება9114

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"