უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022-2023 წლებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი.
რაც შეეხება მიმართულებებს, ორგანიზაციის ცნობით, ამ 1700-დან კომპანიები წილობრივად შემდეგი მიმართულებით საქმიანობენ:
- საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მომსახურება – 82.1%;
- განათლება, ხელოვნება, გართობა – 4.4%;
- დიზაინერული და სარეკლამო მომსახურებები – 4.9%;
- ვაჭრობა და წარმოება – 3.3%;
- სხვადასხვა მომსახურება – 5.3%.










