2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზრის ზომამ 4.4 მლრდ შეადგინა – ბაზრის კვლევას Galt and Taggart-ი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების საცალო გაყიდვების წლიურმა ბრუნვამ თითქმის 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 27%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. საოჯახო ტექნიკის ბრუნვა 577 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, აქ წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ სექტორის ბრუნვა 2021-2022 წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.









